კარდენახში კაცმა ყოფილი სიმამრი ცივი იარაღით დაჭრა

საქართველო, თბილისი - 17:56 | 06.01.2022
ნანახია: 2212

გურჯაანში, სოფელ კარდენახში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 63 წლის კაცი დაჭრეს. გიორგი საჩეჩელაშვილს ცივი იარაღით სხეულის მრავლობითი დაზიანებები ყოფილმა სიძემ მიაყენა.

დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსის" საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე