გორის მუნიციპალიტეტში 31 წლის კაცმა ტყუპისცალი ძმა მოკლა

საქართველო, თბილისი - 11:54 | 04.01.2022
ნანახია: 677

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, ახალგაზრდა კაცმა ტყუპისცალი ძმა მოკლა.

სასიკვდილო ჭრილობები კაცმა ოჯახის წევრს ცივი იარაღით მიაყენა. მკვლელობას 31 წლის ძმების დედაც შეესწრო.ბრალდებული სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. მას 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

როგორც ადგილობრივებმა მედიას უთხრეს, კონფლიქტი ძმებს შორის ღამე დაიწყო. მათივე ინფორმაციით, ძმები ალკოჰოლის ზემოქმდების ქვეშ იმყოფებოდნენ. გარდაცვლილს ერთი ჭრილობა ჰქონდა ღვიძლის არეში მიყენებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე