როდემდე გრძელდება ბერლინის წლევანდელი კინოფესტივალი
საქართველო, თბილისი - 20:18 | 26.02.2021 ნანახია: 658
წლევანდელი ბერლინალეს ფარგლებში გამართული კინოჩვენებები გაგრძელდება არა ჩვეულებრივ 10-12 დღეს, არამედ მხოლოდ ერთ კვირას და ისიც - არასრული დატვირთვით. ზედიზედ ხუთი დღის განმავლობაში ჟიური პროგრამით გათვალისწინებულ ფილმებს ნახავს (გარდა ძირითადი კონკურსისა, ესენია - "შეხვედრები", "პანორამა", "ფორუმი", მოკლემეტრაჟიანი ფილმები), უკვე ხუთშაბათსა და პარასკევს გამარჯვებულები გამოცხადდებიან, შაბათ-კვირას კი ფილმი-ლაურეატების განმეორებითი ჩვენებები შედგება. შესაბამისად, მონაწილეთა რაოდენობაც საგრძნობლად არის შემცირებული.
წარმოგიდგენთ რამდენიმე ცნობილ რეჟისორს, რომლებიც „ოქროს დათვის“ პრეტენდენტები არიან. ეს არის დამოუკიდებელი კორეული კინოს გურუ - ჰონგ სანგ სუ. მისი ფილმი „ქალი, რომელიც გაიქცა“ ერთი წლის წინ „ვერცხლის დათვის“ მფლობელი გახდა. რეჟისორის ახალ კამერულ ნამუშევარს ჰქვია „შესავალი“. ამავე კატეგორიაშია ფრანგი სელინ სიამა, რომლის "ალმოდებული ქალის პორტრეტი" ორი წლის წინანდელი სენსაციაა. წელს ის წარმოდგენილია ფილმით - "პატარა დედა". ბერლინალე 2021-ში წარმოდგენილია უნგრელი ბენს ფლიგაუფი, რომლის შემოქმედებაც ბერლინის კინოფესტივალზე არაერთხელ აღინიშნა ექსპერიმენტული სურათით "ტყეო, მე ყველგან გხედავ". აქვეა ფესტივალების ფავორიტი - რუმინელი რადუ ჟუდე ფილმით "წარუმატებელი სექსი ან შეშლილი პორნო".
არანაკლებ საინტერესოა ფრანგი ქსავიერ ბოვუას ფსიქოლოგიური დრამა "ალბატროსი", რომელშიც მთავარ როლს პირველი კლასის მსახიობი ჟერემი რენიე ასრულებს. აქვეა იაპონელი რიუსუკე ჰამაგუტის სურეალისტური "ფორტუნისა და ფანტაზიის ბორბალი", სამეცნიერო ფანტასტიკა კაცი-ანდროიდის შესახებ " მე შენი კაცი ვარ” და მსახიობ დანიელ ბრიულის სარეჟისორო დებიუტი - „მეზობლად”, რომელშიც მთავარი როლი მან თავად შეასრულა.
პროგრამაში Berlinale Special წარმოდგენილია "ბესტსელერები", რომელიც წიგნის ინდუსტრიას ეხება და მასში მთავარ როლს მაიკლ კეინი ასრულებს. აქვეა ალექსეი პალუიანის დოკუმენტური ფილმი "მამაცობა", რომელიც ბელარუსის საპროტესტო გამოსვლებს ეძღვნება და უპრეცედენტოდ გულწრფელი ბიოგრაფიული ფილმი "თინა“, რომელიც თინა თერნერის ცხოვრებაზეა.
თემურ ჯგერენაია
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















