ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ექვსი კი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 22:49 | 29.12.2021
ნანახია: 486

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქობულეთის შემოვლით გზაზე.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. უბედური შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, რომელთა შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ 6 ადამიანი, მათ შორის 4 მოზარდი. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე