„ბიძინა და გიგანტური ხეები“

საქართველო, თბილისი - 12:44 | 14.02.2016
ნანახია: 3166

„ბიძინა და გიგანტური ხეები“ - ასე ასათაურებს „ტაბულას“ დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს და „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

„ბიძინა და გიგანტური ხეები:

- ის არ ჩასულა დიცსა და დვანში, როდესაც ჩვენ მოქალაქეებს რუსები საცხოვრებელი სახლებიდან ყრიდნენ.

- ის არ მისულა ვერეს ხეობაში 13 ივნისის წყალდიდობის 
შემდეგ.

- საკუთარი ქარხნის, თუ აუზის ტერიტორიაზეც კი არ მივიდა, როდესაც იქ ვეფხვმა კაცი მოკლა და შეჭამა.

- ის არ ჩასულა აჭარაში სტიქიის დროს.

მაგრამ ჩააკითხა გიგანტურ ხეებს, როცა ისინი მყისიერად ვერ დაითრია“, - წერს ჩერგოლეიშვილი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე