სააკაშვილის მდგომარეობასთან ერთად, ვწუხვარ ექიმ გოგორიშვილზე. დარწმუნებული ვარ, მძიმე ზეწოლის ქვეშ იმყოფება - ხატია დეკანოიძე

საქართველო, თბილისი - 18:56 | 28.12.2021
ნანახია: 432

გორის ჰოსპიტლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, კლინიკაში ვიზიტორების შესვლა 16:00-დან 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

ჰოსპიტლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე.

"- სააკაშვილთან მნახველების შეზღუდვა დააწესეს. არ შემიშვეს მე, მისი ადვოკატები და პირადი ექიმი;

- გვითხრეს, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი შევა დღეში;

- არავითარი ინფორმაცია არ გამოსულა არც ადრე და არც ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ.

- სააკაშვილის მდგომარეობასთან ერთად, ვწუხვარ ექიმ გოგორიშვილზე. დარწმუნებული ვარ, მძიმე ზეწოლის ქვეშ იმყოფება", - წერს ხატია დეკანოიძე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე