ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ოთხი მოქალაქე თავისუფალია

საქართველო, თბილისი - 18:41 | 24.12.2021
ნანახია: 756

საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა “ცხელი ხაზი”. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ინფორმაცია პერმანენტულად მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტიორებს.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს იყენებს უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად.

ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალებს ეკიარებათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე