დავიწყე ეროვნული საუბრისა და თანხმობისაკენ მიმავალი პროცესი - სალომე ზურაბიშვილი
საქართველო, თბილისი - 11:31 | 23.12.2021 ნანახია: 512
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო ელჩების კონფერენციაში, რომელიც ონლაინფორმატში გაიმართა და ახალი გეოპოლიტიკურ გამოწვევების ფონზე საქართველოს საგარეო პოლიტიკას მიეძღვნა.
"მე ძალიან ვამაყობ იმით, რომ თავის დროზე აქ დავაარსე ამბასადორიალის ეს ფორმატი, რომელიც ძალიან საჭიროა და დღეს პრაქტიკულად ყველა ქვეყანაშია მიღებული.
თუმცა, დღეს როცა უნდა ვიმყოფებოდეთ საზეიმო ვითარებაში, რელაურად არც და არც კოვიდი, არც დისტანციური ფორმატი და ამის გამო არც განწყობა დიდად არაა საზეიმო.
როგორც ქვეყანაში ასევე, მსოფლიოში ესკალაცია და დაძაბულობაა. შიგნით, ისევე როგორც გარეთ პასუხი ამ დაძაბულობაზე და გამოწვევებზე რეალობას აცდენილია: ულტიმატუმის ენა თუ შიმშილობა არ ხსნის დაძაბულობას და ვერ გვთავაზობს გამოსავალს ჩიხური სიტუაციიდან და ეს ვერც ჩვენ და ვერც მსოფლიოს ამ ვითარებიდან ვერ გამოგვიყვანს.
პანდემიამ გვაჩვენა, რომ სოლიდარობის გარეშე მას ვერ დავამარცხებთ. ესკალაცია ყოველდღიურად გვიჩვენებს, რომ რეალური დიალოგის გარეშე დეესკალაცია და მდგრადი სტაბილურობა ვერ მიიღწევა და შიგნით დაპირისპირებას და პოლარიზაციას ჩიხში შეჰყავს ქვეყანა. მინდა ვისარგებლო დღევანდელი ჩემი გამოსვლით და ამ უაღრესად მძიმე ეტაპზე, სოლიდარობა გამოვუცხადო უკრაინას, სოლიდარობა და მხარდაჭერა მის სუვერენობას და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე, სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა დიალოგის მცდელობას, რომელიც მიმართულია რეალურ დეესკალაციისა და კონფლიქტის გადაჭრისკენ.
არსებული და ანაქრონული მდგომარეობიდან გამოსვლა მხოლოდ ძალიან დიდი ძალისხმევითაა შესაძლებელი. დიპლომატები იმისთვის არიან, რომ ეს გზები გამონახონ, რაც არ უნდა უიმედოდ ჩანდეს მოცემულ მომენტში მშვიდობიანი გზა.
იმავე დასკვნამდე მივედი შიდა პოლიტიკასთან მიმართებაში და ამიტომ დავიწყე ეროვნული საუბრისა და თანხმობისაკენ მიმავალი პროცესი. ამ პროცესში თქვენი, ქვეყნის დიპლომატიური სამსახურის სრული მხარდაჭერა მჭირდება, რამეთუ თუ ეს პროცესი უნდა იყოს მხარდაჭერილი ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისა და ჩვენი დიასპორისგან, რომელთანაც უნდა დაამყაროთ ბევრად ღრმა ურთიერთობები.
არაერთხელ მითქვამს, რომ პატარა ქვეყნის დიპლომატია ეგზისტენციალურია, თქვენ ხელშია ქვეყნის რეპუტაცია, მის მიმართ ნდობა, და მაშასადამე მისი მხარდაჭერა. როგორც ყველა ჩვენგანს, თქვენც ბევრად მეტი გმართებთ, არასოდეს არ უნდა იფიქროთ, რომ რასაც აკეთებთ საკმარისია და ამით დაკმაყოფილდეთ, ყოველთვის მეტი უნდა ისურვოთ და მეტს მივაღწევთ.
მჯერა, რომ მსოფლიოში ქალებს კიდევ გააჩნიათ გამოუყენებელი რესურსი კონფლიქტების დასაძლევად, მომავალ წლის მაისში ეუთოს ეგიდითა და ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის პოლონეთის მხარდაჭერით, ქალთა ლიდერების კონფერენცია მოვიწვიე. ასეთი კონფერენციის წარმატება ცხადია, დიდწილად, თქვენზეა დამოკიდებული და თქვენი აქტიური ჩართულობის იმედი მაქვს.
მინდა ვისარგებლო დღევანდელი დღით და მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი თქვენ, თქვენს ოჯახებს, სრულიად საქართველოს და ყველას ვუსურვო, რომ ეს წელი იყოს ჩვენთვის წარმატების, მშვიდობის, ჯანმრთელობისა და წინსვლის წელიწადი:, განაცხადა ზურაბიშვილმა.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















