გარემოს დამცველებმა უკანონო ტყითსარგებლობის 16 ფაქტი გამოავლინეს

საქართველო, თბილისი - 16:16 | 21.12.2021
ნანახია: 544

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 16 ფაქტი გამოავლინეს.

➡ დუშეთის, მცხეთის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებმა სხვადასხვა სახეობის 77 ერთეული და 24 მ3-მდე ხე-ტყის ჭრა-ტრანსპორტირება შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოახდინეს.

❗ აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაილუქა უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე და შედგა შესაბამისი ოქმები. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოებში გადაიგზავნება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე