"ლისი დეველოპმენტმა", თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის დახმარებით, 12 000 000 დოლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა
საქართველო, თბილისი - 14:48 | 21.12.2021 ნანახია: 707
12 დეკემბერი, 2021- უძრავი ქონების დეველოპერულმა კომპანია "ლისი დეველოპმენტმა", თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის დახმარებით, 12 000 000 აშშ დოლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა. აღნიშნული ემისია თიბისი კაპიტალის და გალტ & თაგარტის პირველი ერთობლივი ემისიაა ადგილობრივ ბაზარზე. "ლისი დეველოპმენტთან" თიბისი კაპიტალი 2018 წლიდან თანამშრომლობს და ეს ობლიგაციების რიგით მეორე ერთობლივი განთავსებაა.
ობლიგაციების მიმართ მაღალი ინტერესი დაფიქსირდა და განთავსება მოკლე დროში დასრულდა. ობლიგაციებში ინვესტირება რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ინვესტორებმა განახორციელეს. აღსანიშნავია, რომ ობლიგაციების მოცულობის მნიშვნელოვანი ნაწილი არარეზიდენტებისგან მოზიდული სრულიად ახალი სახსრებია, რაც საქართველოში შემოსული ახალი საინვესტიციო კაპიტალია.
ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაილისტება, რაც ობლიგაციებს საერთაშორისო ინვესტორებისთვისაც გახდის ხელმისაწვდომს.
ობლიგაციებიდან მოზიდულ სახსრებს კომპანია 2018 წელს გამოშვებული ამავე ოდენობის ობლიგაციების რეფინანსირებისთვის გამოიყენებს.
"ლისი დეველოპმენტისთვის ობლიგაციების რიგით მეორე ემისია, დიდი ნაბიჯია წარმატების გზაზე. მნიშვნელოვანია ქვეყანაში შემოსული უცხოური ინვესტიცია, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებისათვის. დაფიქსირებული ობლიგაციების ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი ინვესტორების მხრიდან კომპანიის მაღალ სანდოობაზე მიუთითებს. პროცესში ნათლად გამოიკვეთა ლისი დეველოპმენტის, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის წარმატებული თანამშრომლობა, რაც შესაძლოა სხვა საშუალო თუ დიდი პროექტების განხორციელებისათვის და უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის მამოტივირებელი მაგალითი იყოს. ლისი დეველოპმენტი განაგრძობს 80/20 კონცეფციის, მაღალის სტანდარტების, მწვანე პრინციპებისა და ადამიანის ჯანსაღ ცხოვრებაზე მორგებული გარემოს შექმნას", - ნოდარ ადეიშვილი, "ლისი დეველოპმენტის" გენერალური დირექტორი.
"ჩვენი ჩართულობით განთავსებული ერთობლივი მე-2 ემისია, თიბისი კაპიტალისა და „ლისი დეველოპმენტის“ წარმატებული პარტნიორობის ნათელი მაგალითი და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებაში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. მოხარული ვართ, რომ კომპანიას ვეხმარებთ დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში კაპიტალის ბაზრის დახმარებით. მნიშვნელოვანია, რომ თიბისი კაპიტალი, ადგილობრივი ობლიგაციების განთავსებაში აქტიურადაა ჩართული, რითიც ხელს ვუწყობთ, რომ საქართველო როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კაპიტალისთვის მიმზიდველი ქვეყანა იყოს“, - მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.
"მსურს პირველ რიგში მივულოცო „ლისი დეველოპმენტს“ ამ მნიშვნელოვანი ტრანზაქციის წარმატებით განხორციელება. მოხარული ვარ, რომ გალტ & თაგარტმა საკუთარი წვლილი შეიტანა კომპანიის მიერ ხელსაყრელი დაფინანსების მოძიებაში. უპრეცედენტოდ დაბალი საპროცენტო განაკვეთი ადგილობრივი ბაზრის არაფინანსური სექტორის ემიტენტებისთვის კაპიტალის ბაზრის მონაწილეთათვის ალტერნატიულ დაფინანსებაზე წვდომის დამატებით ბენეფიტებზე მიანიშნებს. მსურს, ჩვენს კოლეგებთან ერთად, მორიგი წარმატება მივულოცო გალტ & თაგარტის მთელ გუნდს. გალტ & თაგარტი საქართველოს ბაზარზე წლებია საინვესტიციო ბანკის როლში ეფექტურად თანამშრომლობს როგორც კერძო და საჯარო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთან, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან", - ოთარ შარიქაძე, გალტ & თაგარტის მმართველი დირექტორი.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















