ლარი მცირედით გამყარდა

საქართველო, თბილისი - 17:28 | 17.12.2021
ნანახია: 440

17 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0884 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0972 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.88 თეთრი შეადგინა.  

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.4979 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5017 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.38 თეთრი შეადგინა. 

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1868 ლარს შეადგენს, ასევე  გაუფასურდა ფუნტი და 4.1045 ლარი ეღირება.   

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 18 დეკემბერიდან შევა ძალაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე