ირაკლი ღარიბაშვილმა, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა
საქართველო, თბილისი - 10:48 | 16.12.2021 ნანახია: 330
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მსოფლიო ლიდერებთან ერთად ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership – OGP) მაღალი დონის გლობალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის მონაწილეებს მიმართეს OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრებმა და სხვა ლიდერებმა, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა, კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჯაე-ინმა, ასევე, ესტონეთის, უკრაინის, მაროკოსა და ეკვადორის პირველმა პირებმა.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ღია მმართველობისა და დემოკრატიის ძირითად მიღწევებზე და ხაზი გაუსვა პარტნიორობის პრინციპებისადმი საქართველოს ურყევ ერთგულებას, ასევე დემოკრატიული განვითარების გზაზე ბოლო პერიოდში ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებს საჯარო სერვისებისა და ინოვაციური პლატფორმების განვითარების, სახელმწიფოს საქმიანობის გამჭვირვალობის, კორუფციასთან ბრძოლისა და ღია მმართველობის დამკვიდრების კუთხით.
„წლევანდელი სამიტი განსხვავდება ყველა წინამორბედისგან, რადგან იგი, ძირითადად, ვირტუალურად იმართება, რითაც შეგვახსენებს მიმდინარე გლობალური კრიზისის შესახებ და მოუწოდებს ღია მმართველობის პარტნიორობის საზოგადოებას - დემოკრატიების წინაშე მდგარი რეალური გამოწვევების აღიარებისკენ; ძალების გაერთიანებისკენ და ღია მმართველობის საკითხების შეტანისკენ საერთაშორისო დღის წესრიგის პრიორიტეტებს შორის.
წელს ჩვენ აღვნიშნავთ ღია მმართველობის პარტნიორობის მე-10 წლისთავს - პარტნიორობისა, რომელიც შეიქმნა ღია მმართველობის ღირებულებების დასაცავად. ჩვენ გვეამაყება, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი შეუერთდა ღია მმართველობის პარტნიორობას. მას შემდეგ ჩვენ განვახორციელეთ ღია მმართველობის პარტნიორობის 4 სამოქმედო გეგმა და მივაღწიეთ ისეთ საგრძნობ შედეგებს, როგორიცაა, მაგალითად:
• სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლება;
• საჯარო მომსახურების მიწოდების ფარგლებში ინოვაციების წახალისება;
• საჯარო სამსახურის კონცეფციის რეფორმა;
• რადიკალური ზომების მიღება კორუფციასთან ბრძოლაში;
• სახელმწიფო ბიუჯეტის მონიტორინგის ინოვაციური პრაქტიკის დამკვიდრება;
• ღია მმართველობის პარტნიორობის პროცესებში ხელისუფლების ყველა შტოს ჩართვა.
წარმატებებთან ერთად, ჩვენ გვაქვს შესრულების პროცესში მყოფი ვალდებულებებიც. ჩვენ წინ გველის საქართველოს ღია მმართველობის პარტნიორობის ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გეგმაში აისახება სხვადასხვა სტრატეგიული მიმართულება და ჩვენი საზოგადოების მიმდინარე საჭიროებები“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლაში იმ ძირითად პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ყველა ქვეყანაში ღია მმართველობის მთავარი საფუძველია.
„ღია მმართველობის პარტნიორობის შექმნიდან 10 წლის შემდეგ ჩვენ ვთვლით, რომ დადგა დრო, გადავიტანოთ ყურადღება მყისიერი შედეგების მიღწევიდან ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაზე უფრო ტრანსფორმაციული ხასიათის გავლენის მიღწევაზე; ღია მმართველობის უზრუნველყოფა არ არის იოლი ამოცანა. შესაბამისად, არსებითად მნიშვნელოვანია ძალების გაერთიანება და კონცენტრირების არეალის გაფართოება, რათა მან, ღია მონაცემების, ღია ბიუჯეტების და ა. შ. გარდა, ასევე მოიცვას სხვა სექტორები, რომლებსაც უშუალო გავლენა აქვს ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაზე; დემოკრატიის შესახებ ჩვენი მსოფლმხედველობის შეცვლა: გლობალურმა პანდემიამ ცხადყო, რომ საკითხები, რომლებიც ორიოდე წლის წინ ეხებოდა მხოლოდ გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებას თუ ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ, დღეს გულისხმობს სიცოცხლისა და საარსებო საშუალებების გადარჩენას და ეს ბრძოლა მოითხოვს უფრო მედეგი დემოკრატიების მშენებლობას. ჩვენი საქმიანობის ხაზგასმის გარდა, ასევე აუცილებელია ერთიანობა ამ გზაზე და იმის გათვალისწინება, თუ რა გველის წინ და რისი გაკეთება შეუძლიათ მთავრობებს ამ ახალ დროებაში. კიდევ უფრო გაუმჯობესებული დემოკრატიის შექმნა დამოკიდებულია ღია მმართველობის პარტნიორობის წევრი ქვეყნების კოალიციაზე“, - განაცხადა პრემიერმა.
გლობალური სამიტი 15-17 დეკემბერს ჰიბრიდულ ფორმატში იმართება. ღია მმართველობის პარტნიორობის შექმნის მეათე საიუბილეო წელს, სამიტს სამხრეთ კორეის რესპუბლიკის დედაქალაქი, სეული მასპინძლობს. ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტის მიმდინარე პრიორიტეტები სამოქალაქო სივრცისა და საზოგადოების მონაწილეობის გაძლიერების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ინკლუზიური ციფრული ინოვაციის მხარდაჭერის მნიშვნელობას ეხება.
სამიტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა თემატური შეხვედრები სამოქალაქო, კორუფციასთან ბრძოლისა და ციფრული ინოვაციების საკითხებზე, მათ შორის გათვალისწინებულია რეგიონული სესიები და მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრები.
ღია მმართველობის პარტნიორობის საერთაშორისო ინიციატივა 78 ქვეყანას აერთიანებს. საქართველომ ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის რანგში OGP-ის მე-5 გლობალურ სამიტს 2018 წელს თბილისში უმასპინძლა. 2019 წელს წევრმა ქვეყნებმა საქართველო OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად სამი წლის ვადით კიდევ ერთხელ აირჩიეს.
პოლიტიკა
- უმჯობესი იქნება, დიდ ბრიტანეთში არსებულ პრობლემებზე იზრუნოს ბრიტანელმა ჩინოვნიკმა - ირაკლი კობახიძე
- ბაჩიაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთელი სისტემა პირადი შურისძიების ინსტრუმენტია ივანიშვილის ხელში - ფედერალისტები
- ივანიშვილზე სანქციები აუცილებლად უნდა დაწესდეს – დიდი ბრიტანეთი მოქმედებისთვის მზად არის - თინა ბოკუჩავა
- ვთავაზობ ყველა მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და დაადასტუროს სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, ამ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შეწყალების თაობაზე - მიხეილ ყაველაშვილი
საზოგადოება
- PSP ახალი კონცეფციის აფთიაქი ბათუმში გაიხსნა
- „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში ზეთისა და აკუმულატორის შეცვლა 20 წუთშია შესაძლებელი
- ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე - „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
- განათლების სუპერძალა - „თეგეტა“ „სუპერგმირის“ ახალ საგანმანათლებლო პროექტს შეუერთდა
სამართალი
- გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, გლდანის ციხეში სცემეს
- ბადრი ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება
- პროკურატურამ მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა
- ყალბმა კომისიამ პოლიტიკური ნიშნით დამიბარა გამოძიებაზე, არანაირი თანამდებობა მე არ მქონია იმ პერიოდში - ბადრი ჯაფარიძე
მსოფლიო
- აშშ-ის პრეზიდენტთან ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანი საუბარი მქონდა, შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ ჩვენი ცის დაცვის გასაძლიერებლად - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთის ეფექტურად შესაკავებლად, ევროპამ საერთო თავდაცვის სისტემა უნდა შექმნას - ანტონიო კოშტა
- დაუნდობელი ცეცხლის ქვეშ მყოფი უკრაინა რეფორმებს რეფორმებზე ატარებს, მან შეასრულა თავისი დავალება, გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული და უკრაინა იმსახურებს წინსვლას - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- ჩვენ გვსურდა ხამენეის ლიკვიდაცია, მაგრამ ოპერატიული შესაძლებლობა არ არსებობდა - ისრაელ კაცი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- AI-ს როლი საავტომობილო ინდუსტრიაში და ციფრული ტრანსფორმაცია — „თეგეტამ“ Change Inspire-ის აუდიტორიას ახალი ინოვაციური პროექტები გააცნო
- „თეგეტა მოტორსი“ პოლიეთილენის პარკებზე უარის თქმის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
- Price Per Kilometer – ახალი მიდგომა მეტი ეფექტიანობისთვის – რას სთავაზობს „თეგეტა ბიზნესი“ კორპორაციულ მომხმარებელს
- Mobil – ინოვაციის სიმბოლო საუკუნოვანი მემკვიდრეობით
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება