სააკაშვილის აზრები არ გვაინტერესებს, ის ჩვენი საზოგადოებისთვის აქტუალური არ არის - ანრი ოხანაშვილი
საქართველო, თბილისი - 12:53 | 14.12.2021 ნანახია: 502
სააკაშვილის აზრები ჩვენ არ გვაინტერესებს, ის ჩვენი საზოგადოებისთვის აქტუალური არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილი სრულად მოიხდის სასჯელს, რომელიც მას კანონით აქვს დაკისრებული.
„ის სრულად მოიხდის სასჯელს, რაც მას კანონით აქვს დაკისრებული. ჩემი თხოვნა იქნება, ჩვენს საზოგადოებას დროს ნუ დააკარგვინებთ ამ შეკითხვებზე პასუხის მოსასმენად. ჩვენთვის ეს ადამიანი აქტუალური არ არის. მას კანონის შესაბამისად აქვს მიკუთვნებული ადგილი, სადაც უნდა იყოს. თუკი შეიძლება, რომ მასთან დაკავშირებით ვინმემ გააკეთოს კომენტარი ეს, პენიტენციური სამსახურია“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
ანრი ოხანაშვილმა სალომე ზურაბიშვილის მიერ ჯო ბაიდენის ინიციატივით გამართულ დემოკრატიის სამიტზე გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ პრეზიდენტი უფლებამლსილია ისაუბროს იმ თემაზე, რაც მან სამიტზე გააჟღერა. მისივე თქმით, თუკი ვინმე ორიენტირებულია პოლარიზაციაზე, ესაა „ნაციონალური მოძრაობა“.
„პრეზიდენტი უფლებამოსილია, ისაუბროს იმაზე, რა ინიციატივაც გააჟღერა. თუკი ვინმე ორიენტირებულია პოლარიზაციაზე, ესაა ის მარგინალური, დესტრუქციული ჯგუფი, რომელსაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც აქვს შესაბამისი რაოდენობით პარლამენტში მუშაობის მანდატი და არ ახორციელებენ მათთვის კონსტიტუციით დაკისრებულ უფლებამოსილებებს. ამიტომ ეს კითხვები „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა დაუსვათ, როდის აპირებენ, დაბრუნდნენ საქართველოს პარლამენტში და იმუშაონ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის სამიტზე თქვა, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, რომელშიც ჩართული იქნება მთელი საზოგადოება. „პირობას ვდებ, წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















