შერიგებასა და დიალოგზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საუბარი ფარისევლობა რომ იყო, სააკაშვილის გუშინდელი განცხადებითაც დადასტურდა - შალვა პაპუაშვილი

საქართველო, თბილისი - 12:27 | 14.12.2021
ნანახია: 378

შერიგებასა და დიალოგზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საუბარი ფარისევლობა რომ იყო, სააკაშვილის გუშინდელი განცხადებითაც დადასტურდა, - პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმიანება, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, შეხვდეს საზოგადოების ფართო წრეებს და მოისმინოს მათი აზრი.

შალვა პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და ექსპრეზიდენტი ეძებენ გზას, რომ სააკაშვილი როგორმე გამოვიდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

„ერთადერთი რაც ამ ყველაფრის უკან დგას, „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი ეძებენ გზას, როგორმე სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოვიდეს. ასე რომ, შერიგებაზე საუბარი არის ფარისევლობა. „ნაციონალურ მოძრაობას“ კონფლიქტი არ აქვს „ქართულ ოცნებასთან“, მათ კონფლიქტი აქვთ ქართველ ხალხთან. ეს წერილი აჩვენებს ოპოზიციის და სააკაშვილის დესტრუქციულობას. დეპოლარიზაციის ყველაზე მარტივი გზა არის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღიაროს ხალხის ნება, ანუ არჩევნები და სასამართლოს გადაწყვეტილება, ანუ კანონის ნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე