ხობში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 15:02 | 13.12.2021
ნანახია: 402

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, მიკროავტობუსი სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც დაიღუპა მიკროავტობუსის მძღოლი.

ცხედარი ქუთაისის სამხარაულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე