12 წლის მოზარდი, რომელიც ძმამ პნევმატური იარაღით დაჭრა, გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 13:30 | 13.12.2021
ნანახია: 461

მოზარდი, რომელიც ძმამ პნევმატური თოფით დაჭრა, გარდაიცვალა.

შემთხვევა ნოემბრის დასაწყისში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში მოხდა.

12 წლის გოგონა, ძმამ პნევმატური იარაღიდან შემთხვევითი  გასროლით, თავის არეში დაჭრა.

არასრულწლოვანი,  თავდაპირველად, გურჯაანში, "ჯეოჰოსპიტალსის" კლინიკაში შეიყვანეს, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს. ის, ამ დრომდე,  იაშვილის  სახელობის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ექიმების განმარტებით, სროლა, სავარაუდოდ ახლო მანძილიდან მოხდა, რის გამოც  მიყენებული დაზიანება მძიმე იყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე