ქობულეთში 3 ადამიანი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი

საქართველო, თბილისი - 11:43 | 13.12.2021
ნანახია: 378

ქობულეთში 3 ადამიანის ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.


არსებული ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით, სოფელ გვარაში მოხდა. ერთმანეთს ორი ჯგუფი დაუპირისპირდა, ჩხუბს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება ციტრუსის ჩაბარების საკითხს მოჰყვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე