Viber -თან პარტნიორობით საქართველოს ბანკმა ონლაინ გადარიცხვების სერვისი დანერგა
საქართველო, თბილისი - 12:13 | 10.12.2021 ნანახია: 679
საქართველოს ბანკი ინოვაციების დანერგვას აგრძელებს. პირველად საქართველოში, ონლაინ გადარიცხვების განხორციელება Viber-ის მეშვეობით ხდება შესაძლებელი. ამიერიდან საქართველოს ბანკის მომხმარებელი მარტივად და კომფორტულად, Viber-ის აპლიკაციაშივე შეძლებს განახორციელოს სასურველი ფულადი ტრანზაქციები. სიახლის დანერგვა MasterCard-ის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.
პროექტი უკვე დიდი წარმატებით სარგებლობს უნგრეთში, რუმინეთში, უკრაინასა და ბელორუსში. საქართველოში კი ის პირველად, საქართველოს ბანკის მიერ ინერგება.
სერვისით სარგებლობისათვის ადრესატის მხოლოდ მობილური ტელეფონის ნომრის ცოდნა ან მათი Viber-ის კონტაქტების სიაში დამატებაა საჭირო. გადარიცხვების განსახორციელებლად მომხმარებლებს საბანკო ანგარიშების ერთმანეთთან გაზიარება არ დასჭირდებათ.
Viber-ის მეშვეობით გადარიცხვების განსახორციელებლად აუცილებელია ფლობდეთ ქართულ საბანკო ბარათს, ხოლო Viber-ის ანგარიში კი დაკავშირებული იყოს ქართულ მობილური ტელეფონის ნომერთან. ამ ეტაპზე გადარიცხვების განხორციელება ეროვნულ ვალუტაშია შესაძლებელი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თანხა გადარიცხვისთანავე აისახება ბარათზე, უქმე დღეებშიც კი.
„ტექნოლოგიების დახმარებით, საბანკო და ფინანსური მომსახურება უფრო და უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი ხდება. საქართველოს ბანკიც სწორედ ციფრულ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზე დაყრდნობით აგრძელებს მარტივი გადაწყვეტილებების დანერგვას, რომელიც მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებებზეა მორგებული. Viber-ის აპლიკაციაში ინტეგრირებული სერვისის მეშვეობით, მომხმარებელი სულ რამდენიმე წამში შეძლებს სასურველი გადარიცხვის განხორციელებას. დარწმუნებული ვართ, სიახლე არაერთი მომხმარებლისთვის გახდება ონლაინ გადარიცხვების ყველაზე სწრაფი და მარტივი მეთოდი “, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მიხეილ გომართელმა.
“შეტყობინებების პროგრამების სულ უფრო აქტიურად გამოყენებასთან ერთად საგრძნობლად იხვეწება მათი ფუნქციონალიც: დღეს აღნიშნული აპლიკაციები აღარ შემოიფარგლება მხოლოდ შეტყობინებებისა და დარეკვის ფუნქციებით და სულ უფრო მეტ მომსახურებას სთავაზობენ მომხმარებელს როგორც ყოველდღიური კომუნიკაციის გასამარტივებლად, ასევე ყოველდღიური საჭიროებების საპასუხოდ. მოხარული ვართ, წარმოგიდგინოთ გადარიცხვების სერვისი, რომელიც Viber-ის მომხმარებლებს მისცემს შესაძლებლობას, აპლიკაციიდან გაუსვლელად, თანაც უსაფრთხოდ, განახორციელონ ფულადი გადარიცხვები“, - განაცხადა კონსტანტინე კოსტადინოვმა, Rakuten Viber-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და CIS-ის ქვეყნებში გაყიდვების უფროსმა დირექტორმა.
„მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს ინოვაციურ ახალ ტექნოლოგიებს, რათა გადახდები/ გადარიცხვები უფრო სწრაფად და მარტივად განახორციელონ. მოხარული ვართ განვაცხადოთ, რომ Rakuten Viber-თან და საქართველოს ბანკთან ჩვენი პარტნიორობით, მომხმარებლები უკვე შეძლებენ, უსაფრთხოდ გაგზავნონ P2P გადახდები თავიანთი შეტყობინებების აპლიკაციაში ისევე მარტივად, როგორც ეს თავად შეტყობინებების გაგზავნაა. გარდა ამისა, Mastercard-ის მფლობელებისთვის პირველი 6 თვის განმავლობაში ბარათებზე გადარიცხვის საკომისიო უფასო იქნება. ამავდროულად, Viber, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მესინჯერი საქართველოში, რაც შეიძლება ფართოს ხდის ასეთი გადარიცხვებით პოტენციურ მოსარგებლეთა დიაპაზონს და, შესაბამისად, მაქსიმალურად მოსახერხებელს მომხმარებლისთვის“, - აღნიშნა იგორ სტეპანოვმა, Mastercard-ის რეგიონულმა მენეჯერმა
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















