„პროვინციალიზმიდან“ მიკროფონის ჭერაც ვისწავლე - ჟურნალისტები გაჩეჩილაძეს პასუხობენ
საქართველო, თბილისი - 14:09 | 12.02.2016 ნანახია: 6276
„2030“-ის ეთერში გია გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა. სოციალურ ქსელში ჟურნალისტები ამ განცხადებას შესაბამისი პოსტებით აპროტესტებენ.
„დღეს მირეკავს ჟურნალისტი და ვეუბნები, ხომ გავაკეთე ამაზე განცხადება, მეტი რაღა უნდა გითხრათ მეთქი?! ჟურნალისტი, რომელსაც არანაირი განათლება არ აქვს ამ სფეროში, პირდაპირ ერთი თვის ჩამოსულია რაიონიდან და მიკროფონი აქვს დაჭერილი ხელში. არ შეიძლება ასე, არა! აქუბარდია რომ იძახის იქედან ვიციო, უნდა დაასაბუთო. თუ არა და, ეს ყველაფერი არის ტყუილი. მე არ ვიცი რა დავარქვა ამას, მაგრამ შეურაცხყოფილი ვარ იმიტომ, რომ ასე მგონია, გადაბაძე ეთერი მართავს ქვეყანას და გვარამია ნიკოლოზი. აშანტაჟებენ ხალხს, აშანტაჟებენ ხელისუფლებას და გააქვთ თავისი", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.
ია თინიკაშვილი, მაესტროს ჟურნალისტი: ეე, გაჩეჩილაძევ, მომეჩვენა თუ ქსენოფობიურს წააგავს ეს განცხადება. არ ვიცი, რომელ ჟურნალისტზე თქვი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მეც რაიონიდან ვარ, გორში ვცხოვრობ და მიკროფონიც მიჭირავს ხელში, მაგრამ მერწმუნე, ასი წელი ვერ გააკეთებ ამ ქვეყნის და საზოგადოებისთვის იმდენს, რამდენიც მე გამიკეთებია! სულ უფრო მეტ შეცდომას უშვებ გამონათქვამებში ყოველდღიურად და გული მწყდება“, - წერს მაესტროს ჟურნალისტი ია თინიკაშვილი.
დავით ქაშიაშვილი, რუსთავი 2-ის ჟურნალისტი: გამარჯობა მე დუშელი ვარ დედაქალაქის უბნებში დამოუკიდებლად ბორიალისას, მხოლოდ დიღმის მასივში არ ვიკარგებოდი. დიღომში ჩემი ბებია და ბაბუა ცხოვრობდნენ და მეტნაკლებად ვცნობდი მის კვარტლებს. კიდევ ვიცოდი დიდუბე, ვაგზლის მოედანი და ლილოც, რდგან სასკოლე სამოსისთვის აგვისტოს ბოლის "ბაზრობაზე" უთენია მივყავდი დედას. შემოვირბენდით მოვაჭრეთა დახლებს და ამით მთავრდებოდა თბილისში რამდენიმე საათიანი სტუმრობა.
საფუძვლიანად დედაქალაქში 2000 წლის ივლისში გადმოვცხოვრდი.
ბაბუაჩემს რომ გიდის როლი არ მოერგო, თსუ–ს მაღლივკორპუსს, მისაღები გამოცდების ადგილს – – – ვერ მივაგნებდი.
მერე ვისწავლე ვაკისკენ, მეექვსე კორპუსიისკენ მიმავალი გზა – ჩემი "პროვინციალიზმიდან". მიკროფონის ჭერაც, კითხვების დასმაცა და რესპონდეტებთან ურთიერთობა–საუბარიც რაონიდან ჩამოსვლის მერე ვისწავლე ჩემო ბატონო.
თელარა გელანტია, ჟურნალისტი: გამარჯობა, მე წალენჯიხელი ვარ და ახლა ის გამირკვიეთ, „ვაკის კანონში“ როგორ წერია - რაიონელობას ხანდაზმულობის ვადა არ აქვს? P.S.2006 წლიდან ვსწავლობ და ვმოღვაწეობ თბილისში.
ნინო არღვლიანი,„მაესტროს“ ჟურნალისტი: „გამარჯობა, მე სვანეთიდან ვარ“.
სოფო ბერიძე, „მაესტროს“ ჟურნალისტი: „გამარჯობა, მე რუსთაველი ვარ“.
გურამ როგავა, „იმედის“ ჟურნალისტი: „მე ზუგდიდელი ვარ“.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















