2012 წლამდე აუბედურებდით ოჯახებს, ათი ათასობით ადამიანი გყავდათ დაკავებული, ახალგაზრდებს ანადგურებდით. როგორ არ გრცხვენიათ საერთოდ?! - კახა კალაძე „ენმ“-ს დეპუტატებს
საქართველო, თბილისი - 21:47 | 07.12.2021 ნანახია: 588
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ მმართველმა პარტიამ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ცივილური, ევროპული ტიპის კამპანია აწარმოა, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანია კი სიძულვილის ენით გამოირჩეოდა.
ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ლილე ლიპარტელიანის საპასუხოდ განაცხადა.
„რომელ პარტიას წარმოადგენთ, ქალბატონო ლილე თქვენ?! და თქვენთვის უცხოა სიძულვილის ენა?! ყველანაირი აგრესიის გარეშე, აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, რომ ძალიან უხერხულია. წარმოადგენთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მეუბნებით, რომ თქვენი პარტიისთვის სიძულვილის ენა არის უცხო. როდესაც კორუმპირებულს მტკიცებით ფორმაში ამბობთ, არანაირი ფაქტი, მტკიცებულება არ გაგაჩნიათ. თქვენი ტელევიზიები, ნაპროკურორალი გვარამიას ხელმძღვანელობით, ყოველდღიურად თესავს სიძულვილის ენას და აგრესიას, ყველაფერი - ბოროტება, ცუდი, რაც კი შეიძლება მოიფიქროს ადამიანმა. საკუთარ თავზე გეტყვით - საარჩევნო კამპანია ჩავატარე ცივილურად, ევროპული საარჩევნო კამპანია. ბანერები, ჩემი შვილების შეურაცხყოფა, ბანერებზე წითელი საღებავების შესხმა, მშობლების შეურაცხყოფა, ეს იყო თქვენი კამპანიის ნაწილი, რასაც თქვენი ტელევიზიებით აკეთებდით ყოველდღურად და დღეს ქალბატონი ლილე გამოდის და გვეუბნება, რომ ჩვენი პარტიის მხრიდან სიძულვილის ენა ძალიან უცხოა და არასდროს გაგვიკეთებია, არასდროს გვიკადრიაო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლამდე ოჯახებს აუბედურებდა.
„თქვენ დალოცვილებო, 2012 წლამდე რასაც ქართველ ხალხს ჰკადრებდით, რასაც აკეთებდით - იყავით ბოროტების სიმბოლო; აუბედურებდით, ანადგურებდით ოჯახებს; ათი ათასობით ადამიანი გყავდათ დაკავებული; ათასობით ბიზნესმენს ყოველ ღამე, ციხეებში აფორმებინებდით ბიზნესს; ოჯახებს აუბედურებდით, ახალგაზრდებს ანადგურებდით. როგორ არ გრცხვენიათ საერთოდ?!“, - მიმართა კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს.
მისივე თქმით, იმას, რაც მიმდინარე წლის 5 ივლისს დედაქალაქში მოხდა, გამართლება არ აქვს, ისევე, როგორც არ აქვს გამართლება მოქალაქეების შეურაცხყოფასა და ბულინგს.
„5 ივლისს რაც მოხდა, გამართლება არ აქვს. ეს იყო ძალიან მძიმე, უმძიმესი. როგორც იმას არ აქვს გამართლება, რომ ყოველდღიურად ხდება ადამიანების ბულინგი, შეურაცხყოფა. არ ვიცი, რა დავარქვა - ზიზღის ენით საუბარი, ოჯახების შეურაცხყოფა, ოჯახებში მივარდნა, დრონებით საცხოვრებელ სახლებში შესვლა და ძალიან ბევრი რამ. მე, თქვენ შეიძლება რაღაცები გავატაროთ და თვალი დავხუჭოთ - პოლიტიკოსები ვართ, მაგრამ თქვენმა მეუღლემ, თქვენმა შვილებმა, ჩემმა მეუღლემ, ჩემმა შვილებმა, დედაჩემმა, მამაჩემმა რა დააშავა?! რა შუაში არიან?! ყველანაირი ზღვარი წაშალეთ. ყველანაირი „წითელი ხაზი“ გადაკვეთეთ და იმიტომ არის საზოგადოების მხრიდან, რომ 2020 წელს მიიღეთ პასუხი - თქვენ ხართ უმცირესობაში. 2021 წელს მიიღეთ პასუხი და თქვენ ხართ უმცორესობაში და ყოველთვის ასე გაგრძელდება. ქართველი ხალხის მხრიდან ყოველთვის გექნებათ პასუხი - არა“, - მიმართა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.
დედაქალაქის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს, სადაც თბილისის მთავრობის წევრების დამტკიცების საკითხზე მსჯელობენ.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















