გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორში 41 წლის კაცი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 21:00 | 07.12.2021
ნანახია: 445

გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებული 41 წლის კაცი სასამართლო პროცესის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულს ეპილეფსიური შეტევა განუვითარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

"რადიოთავისუფლების" ინფორმაციით, კაცი სამართალდამცველებმა 2 დეკემბერს ოჯახში ძალადობის ბრალდებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში დააკავეს.

გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გარდაცვლილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან იყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე