რაიონიდან ჩამოსული ჟურნალისტები - გია გაჩეჩილაძის შეფასება ქართულ მედიას

საქართველო, თბილისი - 11:50 | 12.02.2016
ნანახია: 1922

რაიონიდან ერთი თვის ჩამოსულს არ შიძლება მიკროფონი ეჭიროს ხელში, - ამის შესახებ ,,მაესტროს“ მეწილემ გია გაჩეჩილაძემ GDS-ის ეთერში განაცხადა.

 მისივე შეფასებით, ტელეეთერებიდან ადგილი აქვს შანტაჟს, რაც უნდა დამთავრდეს.

,,უნდა გამოაშკარავდეს ყველა ის მეშანტაჟე, ვინც ამ პროცესებშია ჩართული, დაწყებული სააკაშვილის რეჟიმიდან მოყოლებული დღემდე. ეს აღარ დამთავრდა. დღეს მირეკავს ჟურნალისტი და ვეუბნები, ხომ გავაკეთე ამაზე განცხადება, მეტი რაღა უნდა გითხრათ მეთქი?! ჟურნალისტი, რომელსაც არანაირი განათლება არ აქვს ამ სფეროში, პირდაპირ ერთი თვის ჩამოსულია რაიონიდან და მიკროფონი აქვს დაჭერილი ხელში. არ შეიძლება ასე, არა! აქუბარდია რომ იძახის იქედან ვიციო, უნდა დაასაბუთო. თუ არა და, ეს ყველაფერი არის ტყუილი. მე არ ვიცი რა დავარქვა ამას, მაგრამ შეურაცხყოფილი ვარ იმიტომ, რომ ასე მგონია, გადაბაძე ეთერი მართავს ქვეყანას და გვარამია ნიკოლოზი. აშანტაჟებენ ხალხს, აშანტაჟებენ ხელისუფლებას და გააქვთ თავისი", - აღნიშნა გაჩეჩილაძემ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე