მარტყოფში ქმარმა ცოლი დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა და გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 16:53 | 05.12.2021
ნანახია: 416

მარტყოფში ქმარმა ცოლი დანით დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა და გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, კაცს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მომხდარის შემდეგ  გულის შეტევა დაემართა და გარდაცვალება, სავარაუდოდ, ამან გამოიწვია. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე