საქართველოში კორონავირუსის 3 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 11:06 | 05.12.2021
ნანახია: 361

საქართველოში კორონავირუსის 3 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 732 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 46 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 37 714 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 679, „პისიარ“-ტესტით –17 035.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,04%, ბოლო 14 დღის – 8,63%, ბოლო 7 დღის – 8,33%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 865 293 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 806 596 გამოჯანმრთელდა, 12 344 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 234 180 აცრა, დღიურად აცრილია 7 413.

კარანტინის რეჟიმშია 36, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 458 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 242 პირი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე