ყვარელში ვერ დავამთავრე ის, რაც მინდოდა, მაგრამ აუცილებლად დავამთავრებ, მაქვს ოცნება, რომ პატარა კრედიტი გამოვიტანო და 40-ნომრიანი სასტუმრო გავაკეთო - სააკაშვილი
საქართველო, თბილისი - 14:43 | 02.12.2021 ნანახია: 557
ჩვენ მოვედით ცარიელ ქვეყანაში, ავავსეთ ის და წავედით ცარიელები, - განაცხადა აქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე.
მისი თქმით, საქართველოს ბიუჯეტი, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაზარდეს 12-ჯერ, ხოლო საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 4-ჯერ.
„მინდა, ვთქვა და საქართველოს ხალხმა ეს იცის, ჩვენ მოვედით ცარიელ ქვეყანაში, სადაც ბიუჯეტში იყო ნული, იყო მრავალი თვის გაუცემელი პენსიები და ხელფასები. კარგად მახსოვს, გვაჩუქეს სურათი, ორი მოხუცებული წყვილი ზის თავის კომოდთან და კომოდი არის ცარიელი. მიწერილი ჰქონდა ამ სურათს, მიშა, ძალიან გთხოვ, აგვივსე ეს კომოდი. ჩვენ რაც შევძელით, ავავსეთ. ჩვენ საქართველოს ბიუჯეტი გავზარდეთ 12-ჯერ, საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 4-ჯერ, ესეიგი, ერთიანი ეროვნული პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, სამუშა ადგილები გაიზარდა თითქმის ორჯერ. რაც მთავარია, ჩვენ მოვედით ცარიელ ქვეყანაში , ავავსეთ ის და წავედით ცარიელები. სანდრა და ჩემი შვილი ნიკუშა ცხოვრობენ იმავე სახლში, რომელიც ჩვენ გვაჩუქა ბაბუამისმა ედუარდმა, დედაჩემი აქამდე ცხოვრობდა იმ სახლში, სადაც მე გავიზარდე და გადავიდა ბებიაჩემის და ბაბუაჩემის 1994, თუ 95 წელს დაწყებულ მშენებლობაში, როგორც იქნა დამთავრდა ის მშენებლობა და იქ არის ახლა გადასული.
ყვარელში ვერ დავამთავრე ის, რაც მინდოდა, მაგრამ აუცილებლად დავამთავრებ, მაქვს ოცნება, რომ პატარა კრედიტი გამოვიტანო და 40-ნომრიანი სასტუმრო გავაკეთო, მაგრამ დღეს რაც არის, ყველას შეგიძლიათ, წახვიდეთ და ნახოთ. იყო დრო, როდესაც წავედი საქართველოდან, რომ მართლა საჭმლის ფულის პრობლემა გვქონდა და დედაჩემმა კარგად იცის. შემდეგ დავიწყე ლექციების კითხვა, ბოლო წლებში უკრაინაში ვაღიარებ, რომ ესე კარგად არასდროს ვყოფილვარ, რადგან როგორც იქნა მოხდა ბიზნეს სექტორის და ზოგადად სახელმწიფოს მიერ ჩემი გამოცდილების სათანადოდ დაფასება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















