არასრუწლოვნებმა ”სმარტის” დაცვის ორი თანამშრომელი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 09:34 | 12.02.2016
ნანახია: 2059

დაჭრა რუსთაველის გამზირზე - რამდენიმე არასრუწლოვანმა სუპერმარკეტ ”სმარტის” დაცვის ორი თანამშრომელი დაჭრა. მათ დაზიანება თავისა და მხრის არეში აქვთ, სავარაუდოდ ცივი იარაღით. ექიმის თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ინდიდენტი ”სმარტის” სუპერმაკეტში გუშინ საღამოს მოხდა. როგორც ჰყვებიან, რამდენიმე ახალგაზრდას, რომლებიც წესრიგს არღვევდნენ, დაცვამ გარეთ გასვლა მოსთხოვა.

მათ დატოვეს შენობა, თუმცა მალევე დაბრუნდნენ სხვა თანატოლებთან ერთად და დაჭრეს დაცვის თანამშრომლები. მომხდარზე გამოძიება ხულიგნობის მუხლით უკვე დაიწყო.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე