სააკაშვილი და "ნაცმოძრაობა" საქართველოს გუშინდელი დღეა - დიმიტრი ხუნდაძე
საქართველო, თბილისი - 15:08 | 30.11.2021 ნანახია: 565
“მიხეილ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ საქართველოს გუშინდელი დღეა ცუდი მოგონებებით და უპატიებელი დანაშაულებით და ამას სასამართლო განსჯის - ჩვენი პოლიტიკური განაჩენი იყო არჩევნების შედეგები და მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე პოლიტიკურ ცვლილებებს ნურავინ ნუ ელის“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს გამოეხმაურა.
„დღეს დარბაზი შედარებით მშვიდია, მაგრამ, ალბათ, იმასაც ატყობთ, რომ ეს სიმშვიდე განპირობებულია იმით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დარბაზში არ არის. როგორც ჩანს, საქართველოს მშვიდი პოლიტიკური ცხოვრება მაინც არ უწერია, როგორც გარეშე, ისე შიდა მტრისგან. მაგრამ უფრო მძიმეა დაპირისპირება და მტრობა, რომელიც ავტომატურად გარე ძალასაც ახალისებს. ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილმა იმდენად გააბოროტა „ნაცმოძრაობა“, რომ ვეღარ ხვდებიან, ხელისუფლებას ებრძვიან თუ საკუთარ საზოგადოებას. ის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და დღესაც მხოლოდ საკუთარ ქვეყანას ებრძვის. გუშინ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს დარბაზში, რომელიც, როგორც ჩანს, პარლამენტის დარბაზად და ტრიბუნად აღიქვა, მსოფლიოს წინაშე ახალი იმიჯით, ახალი პოლიტიკური კეკლუცობა დაიწყო. შედარებით გაწონასწორებული და არააგრესიული იმიჯი ნამდვილად უკეთესი ვარიანტია, მაგრამ ესეც იმ თამაშის ნაწილია, რითიც ხშირად სააკაშვილი ერთობა და ცდილობს, საზოგადოებას ამდაგვარად შეაჩეჩოს საკუთარი თავი. მისი სიტყვით გამოსვლის დეტალებში არ შევალ, ამას არავითარი აზრი არ აქვს, მაგრამ ვიტყვი ერთადერთს - მიხეილ სააკაშვილი არ იცვლება და შესაბამისად, არ შეიცვლება საზოგადოების მისდამი დამოკიდებულება და განწყობა. მათი მხრიდან ჯანდაცვის თემით სპეკულირება დასრულდა, არ გამოუვიდათ და რადიკალური ოპოზიცია ახალ გეგმაზე გადავიდა. განახლებული სააკაშვილის წარდგენით სურთ, მოსახლეობაში განახლებული განწყობის შექმნა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არც ეს გამოუვათ, რადგან მათი პოლიტიკური სპექტაკლები სერიებად აქვს ნანახი საზოგადოებას და არც ის იფიქროთ, რომ საზოგადოებას აქვს ღრმა ამნეზია და არ ახსოვს ის, რაც დღესაც მძიმე გასახსენებელია. სააკაშვილის საქმე ჯანდაცვიდან სამართლებრივ ჭრილში დაბრუნდა და ეს არის ის გზა, სადაც ყველაფერი გამჭვირვალეა და სადაც სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს. მინდა შეგახსენოთ, რომ ევროპული გზა არის სწორედ ეს - კანონის აღიარება და არა მხოლოდ საკუთარი პარტიული მიზნებისთვის შინ თუ გარეთ უსაფუძვლო და საზიანო სირბილი. მომდევნო სამი წლის მანძილზე ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გასაკეთებელი საქმე. სააკაშვილი და მისი პარტია დესტრუქციული ქმედებებით აჟიოტაჟს და შესაძლოა, შანტაჟსაც კი შეეცდება, რომ ქვეყანა მათ პოლიტიკურ დღის წესრიგში ამყოფოს. ჩვენ ვართ ხელისუფლება და ბუნებრივია, ამას გვერდს ვერ ავუვლით. თუმცა, შეგვიძლია, მათი მიზნები რეალობად არ ვაქციოთ და ამას აუცილებლად გავაკეთებთ. არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, არამედ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და ხალხს მივცემთ მშვიდობიანი ცხოვრების საშუალებას. მიხეილ სააკაშვილმა დაგეგმითი, თავისი ელემენტებით, მოაწყო შიმშილობა ციხეში და მჯერა, ასეთივე დაგეგმითი ელემენტებით გვაყურებინებს მის სასამართლო პროცესს ბოლომდე. არადა, მისი გამოსვლიდანაც ჩანდა, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ ნანობს იმას, რაც ჩაიდინა, აღიარების არავითარი განწყობა მას არ აქვს და ის თავს არიდებს იმ ბრალდებებზე საუბრისგან, რისთვისაც სასამართლო პროცესი იმართება და ის ცდილობს, პოლიტიკური სცენისთვის გამოიყენოს სასამართლო დარბაზი. ამიტომ, მოგმართავთ თხოვნით, ნუ გაჰყვებით მათ ამ თამაშში, თორემ ქვეყანა დაემსგავსება ერთ დიდ სცენას. რა განაჩენიც არ უნდა დადგეს ამ კონკრეტულ საქმეზე, სააკაშვილს უკვე მისჯილი აქვს 6 წელი და ის ამ სასჯელს აუცილებლად მოიხდის. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ მოსახლეობასაც - მიხეილ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ საქართველოს გუშინდელი დღეა ცუდი მოგონებებით და უპატიებელი დანაშაულებით. ამას სასამართლო განსჯის. ჩვენი პოლიტიკური განაჩენი იყო არჩევნების შედეგები და მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე პოლიტიკურ ცვლილებებს ნურავინ ნუ ელის“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















