ზურაბ ზვიადაური 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

საქართველო, თბილისი - 15:10 | 29.11.2021
ნანახია: 399

განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ ზვიადაური სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

მოსამართლემ მას აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა, 50 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა.

მოსამართლემ 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლა ზვიადაურთან ერთად დაკავებული ჯაბა ჯანგირაშვილიც, რომელსაც გამოძიება მკვლელობის დროს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება.

ზვიადაური, 16 აგვისტოს, წინანდლის ტყეში მომხდარ მკვლელობაშია ბრალდებული, რა დროსაც დაპირისპირებასა შედეგად დაიღუპა სამი და დაიჭრა 2 ადამიანი. დაღუპულთა შორის იყო ზურაბ ზვიადაურის ძმაც.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე