საქართველოს დელეგაცია ბრიუსელში გაემგზავრება
საქართველო, თბილისი - 13:16 | 29.11.2021 ნანახია: 601
საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის მეთაურობით, გავემგზავრებით ბრიუსელში, სადაც დაგეგმილია ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრების ფორმატში შეხვედრა ევროკავშირის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა, მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა
მისი თქმით, ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმ დიდ მნიშვნელობას, რომელსაც საქართველოს მთავრობა ანიჭებს ევროკავშირში ინტეგრაციას.
„დღეს, საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის მეთაურობით, გავემგზავრებით ბრიუსელში, სადაც დაგეგმილია ასოცირებული ტრიოს - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა - პრემიერ-მინისტრების ფორმატში შეხვედრა ევროკავშირის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან. ასოცირებული ტრიოს ფორმატი კარგად დამკვიდრებული ფორმატია და ის დაფუძნდა გასული წლის მაისში კიევში, როდესაც გაფორმდა მემორანდუმი საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. მას შემდეგ პირველი ვიზიტი ტრიოს ფორმატში გაიმართა ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე და ეს არის უკვე დონით უფრო მაღალი ვიზიტი, ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრების ფორმატში და ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმ დიდ მნიშვნელობას, რომელსაც ჩვენ ვანიჭებთ ევროკავშირში ინტეგრაციას.
ვიზიტი იმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე რამდენიმე კვირით ადრე. 14-15 დეკემბერს გაიმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და ეს ვიზიტი იქნება მაქსიმალურად გამოყენებული იმისთვის, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან იყოს განხილული ის პრიორიტეტული მიმართულებები და მოლოდინები, რა მოლოდინებიც აქვთ ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრებს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან მიმართებაში. ცოტა ხნის წინ მე ვიმყოფებოდი აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე ბრიუსელში, უკვე განხილული იქნა ის თემები და აღნიშნული ვიზიტის დროს კიდევ ერთხელ, ძალიან მკაფიოდ გაიჟღერებს საქართველოს პოზიცია, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოლოდინებთან დაკავშრებით, რომ ჩვენ აუცილებლად გვსურს, რომ ვიხილოთ საბოლოო დეკლარაციაში საქართველოს ევროპული არჩევანი და ევროპული მისწრაფება, ასევე ვიხილოთ მხარდაჭერილი ის ძირითადი პრინციპი, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე დაკავშირებადობა, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულება და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების ხილვა. ასევე ასოცირებული ტრიოს სურვილია, რომ ჩვენ გვქონდეს წვდომა ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცესთან და რაც შეიძლება გააქტიურდეს სექტორული კუთხით თანამშრომლობა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ფიზიკური ინტეგრაცია ევროკავშირში. ასე, რომ ეს ვიზიტი იქნება მაქსიმალურად გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენი მოლოდინები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან მიმართებაში იყოს ადეკვატურად შეფასებული და ჩვენ ვიხილოთ კონკრეტული შედეგები საბოლოო დეკლარაციაში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















