პროკურატურის შუამდგომლობა, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას აცილების შესახებ სასამართლომ არ დააკმაყოფილა
საქართველო, თბილისი - 12:39 | 29.11.2021 ნანახია: 394საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, სააკაშვილის საქმიდან მისი ერთ-ერთი ადვოკატის, ნიკა გვარამიას ჩამოცილების შესახებ. ნიკა გვარამია საქმეზე მესამე პრეზიდენტის ინტერესების დაცვას გააგრძელებს.
აღნიშნული შუამდგომლობით მოსამართლეთა კოლეგიას ჯარჯი წიკლაურმა, თბილისის საქალაქო სასმართლოში მიმდინარე პროცესზე მიმართა და მოტივად 2007 წლის 7 ნოემბერის მოვლენების დროს, ნიკა გვარამიას თანამდებობა დაასახელა.
სწორედ 7 ნოემბრის ეპიზოდის განხილვა მიმდინარეობს ამ წუთებში საქალაქოში.
პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, რომ იმ პერიოდში ნიკა გვარამიას პოლიტიკური თანამდებობა ეკავა პროკურატურაში, მიმდინარე მოვლენებში პირადად იყო ჩართული და ჰქონდა საქმის მასალებზე წვდომა, ახლა კი მისი თქმით, დაუშვებელია ამავე საქმეზე მხარედ იყოს ჩართული.
მსოფლიო
- ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიიწვევს და აძლევს გარანტიას, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს
- ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ რუსეთი ემზადება უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად - პენტაგონი
- ტრამპი უფრო ძლიერია, მას შეუძლია აიძულოს პუტინი დათანმხდეს მშვიდობას - ზელენსკი
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს