თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გიგი უგულავა დააკავეს

საქართველო, თბილისი - 12:35 | 29.11.2021
ნანახია: 407

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გიგი უგულავა დააკავეს. ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დღეს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის საქმეზე იმართება. 7 ნოემბრის აქციის დარბევის, „ტელეიმედში“ შეჭრისა და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება წარდგენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე