მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, სასამართლოში უკვე მიიყვანეს

საქართველო, თბილისი - 10:35 | 29.11.2021
ნანახია: 394

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, სასამართლოში უკვე მიიყვანეს. საქალაქო სასამართლოს ეზოში სპეციალური პენიტენციური სამსახურის მანქანა ესკორტის თანხლებით უკვე შევიდა. შენობასთან გამოჩნდა ვერტმფრენიც. პოლიცია სასამართლოს შიდა და გარე პერიმეტრზეა განაწილებული. სასამართლო შენობის შესასვლელთან ბარიკადებიცაა აღმართული.

.დღეს, 7 ნოემბრის აქციის დარბევის, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების დაუფლების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომა 11:00 საათზეა დანიშნული. საქმეს 3 მოსამართლე განიხილავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე