ბათუმში 2 წლამდე ბავშვი მე-7 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 20:06 | 28.11.2021
ნანახია: 346

ბათუმში, ორ წლამდე ბავშვი კორპუსის მე-7 სართულიდან გადმოვარდა. იუწყება ადგილობრივი ტელეკომპანია TV25.

მათი ცნობით, უბედური შემთხვევა გუდიაშვილის ქუჩაზე მოხდა.

TV25.GE-ის ინფორმაციით, მოზარდი ადგილზევე დაიღუპა. მომხდარის შესახებ 112-ში შეტყობინება არ შესულა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე