პუტინმა ფაშინიანსა და ალიევს ზეთისხილის რტოები აჩუქა
საქართველო, თბილისი - 23:27 | 26.11.2021 ნანახია: 596
რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა სოჭში გამართული სამმხრივი შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება მიიღეს.
ილჰამ ალიევთან და ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივი შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ შეხვედრა იყო სასარგებლო და დროული.
„ჩვენ, როგორც უკვე ითქვა, ერთობლივი მუშაობის შემდეგ ხელი მოვაწერეთ განცხადებას, საზოგადოებას და მედიას შეუძლია გაეცნოს მას. განცხადებაში დაწვრილებით არის მოცემული ყველაფერი, რაზეც შევთანხმდით“, - განაცხადა პუტინმა.
სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ მან აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს ზეთისხილის რტოები აჩუქა.
„ჩემგან მარცხნივ თქვენ ხედავთ ჩემს საჩუქარს და სომეხ და აზერბაიჯანელ მეგობრებს. ზეთისხილის რტო მშვიდობისა და კეთილდღეობის სიმბოლოა. დიდი იმედი მაქვს, რომ დღევანდელი შეთანხმება შესრულდება და შექმნის პირობას მომდევნო ნაბიჯებისთვის სამხრეთ კაკასიაში ურთიერთობების ნორმალიზების საქმეში“, - განაცხადა პუტინმა.
ოქროს ზეთისხილის რტო, რომელიც პუტინმა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს გადასცა, დამზადებულია დაკვეთით, ორ ეგზემპლარად.
მასიურ ხის ძირზე, რომელზეც დატანილია წარწერა „სოჭი, 2021 წლის 26 ნოემბერი“., დამაგრებულია მოოქრივილი ზეთისხილის რტო. ის წარმოადგენს მშვიდობის, გამარჯვების, სიხარულის, სიწმინდის, სიბრძნისა და უკვდავების სიმბოლოს. „ეს ღვთიური ხე ანტიკურ, იუდევურ, ქრისტიანულ და ისლამურ ტრადიციებშია“, - განმარტეს რუსეთის პრეზიდენტის პროტოკოლში.

პოლიტიკა
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ არსებობს პარალელური სამყარო, რომელშიც სხვადასხვა თანამდებობას იკავებენ, დაე, დარჩნენ ამ პარალელურ სამყაროში - არჩილ გორდულაძე
- თავისუფლების მეგობრები დამწუხრებული არიან ანტიამერიკული "ქართული ოცნების" მხარდაჭერით ირანის ტერორისტული რეჟიმის მიმართ - ჯო უილსონი
- ელენე ხოშტარია ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში, იმ სქემის განვითარების მცდელობისთვის ზის, რომელსაც რევოლუცია ჰქვია - გია ვოლსკი
- პირველად ისტორიაში, ფლომასტერი დანაშაულის იარაღადაა აღიარებული, ელენე ხოშტარიას მიესაჯა ქვეყნის სიყვარულისთვის - ნიკა გვარამია
სამართალი
- თელავში, ორსულ მეუღლეზე ძალდობის ბრალდებით 34 წლის კაცი დააკავეს
- მკვლელებს და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა მოუწევთ, ქვას ქვაზე დავადუღებ - ეკა კუპატაძე
- გურიაში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
- სასამართლომ ელენე ხოშტარია, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- პენტაგონი ირანში ხანგრძლივი სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება - Washington Post
- თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს მართავს, თუმცა ამის აღიარების ეშინია - დონალდ ტრამპი
- ირანში ლიდერები აღარ დარჩნენ, თუმცა ჩვენ „სწორ ადამიანებს“ ვესაუბრებით, რომლებსაც შეთანხმების დადება სურთ - დონალდ ტრამპი
- ჟურნალისტ ქსენია ლუჩენკოს მოსკოვის სასამართლომ „ოხმატდეტზე“ თავდასხმის შესახებ პოსტისთვის, დაუსწრებლად რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















