სახალხო დამცველმა სიტყვა ლეგიტიმაციის მნიშვნელობა არ იცის, მოვუწოდებდი, უცხო სიტყვათა ლექსიკონში ჩაიხედოს - ნიკოლოზ სამხარაძე

საქართველო, თბილისი - 16:25 | 24.11.2021
ნანახია: 372

სახალხო დამცველმა სიტყვა ლეგიტიმაციის მნიშვნელობა არ იცის, რადგან ირაკლი კობახიძე არის მმართველი პარტიის თავმჯდომარე, რომელიც პარტიამ ყრილობაზე აირჩია და მას პარტიის ლეგიტიმაცია ნამდვილად აქვს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, ირაკლი კობახიძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის სრული წესებით არის არჩეული.

„ნინო ლომჯარიას მოვუწოდებდი, უცხო სიტყვათა ლექსიკონში ჩაიხედოს და ნახოს, რას ნიშნავს ლეგიტიმაცია“, – განაცხადა სამხარაძემ.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარეს არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე