თბილისში საქართველოს ბანკის ფილიალის გაძარცვა სცადეს

საქართველო, თბილისი - 16:05 | 23.11.2021
ნანახია: 446

თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე, საქართველოს ბანკის ფილიალის გაძარცვა სცადეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბანკის გაძარცვის მიზნით, ფილიალის შენობაში ერთი პირი შეიჭრა, თუმცა მისი მცდელობა პოლიციამ მალევე აღკვეთა.

იუწყებიან, რომ სავარაუდო თავდასხმელი უკვე დაკავებულია.

ბანკის ფილიალთან სამართალდამცავები იმყოფებიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე