7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
საქართველო, თბილისი - 15:24 | 23.03.2026 ნანახია: 2019
7.5%-იანი ფიქსირებული განაკვეთი ლარში სამწლიანი ვადით, 10%-იანი თანამონაწილეობა და სპეციალური სააქციო ფასი - ეს „მაზდა ცენტრი თეგეტას“ განსაკუთრებული შეთავაზებაა მათთვის, ვინც Mazda CX60-ის შეძენას მაისის ბოლომდე გადაწყვეტენ. უპრეცედენტო პირობა, რომელიც ერთდროულად მოიცავს ფასდაკლებასა და ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე დაბალ სალიზინგო განაკვეთს, მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ავტომობილი ყოველგვარი ფინანსური კომპრომისის გარეშე შეიძინოს. „მაზდა ცენტრი თეგეტას“ მიერ შეთავაზებული ეს უნიკალური საბანკო პროდუქტი მნიშვნელოვნად ამცირებს ჯამურად გადასახდელ პროცენტს, ასევე ყოველთვიურ გადასახადს და მომხმარებელს ფინანსური სტაბილურობის გარანტიას უქმნის.

მაკა სახვაძე, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ აღმასრულებელი დირექტორი: „ჩვენი მიზანია, მომხმარებელს არა მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ავტომობილი, არამედ მისი შეძენის საუკეთესო გამოცდილებაც შევთავაზოთ. ამიტომაც, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, შევქმენით უნიკალური პირობა, სადაც გვაქვს შეღავათიანი ლიზინგი, 7.5%-იანი ფიქსირებული განაკვეთი ლარში და ასევე ფასდაკლება პრემიუმ კლასის ავტომობილზე. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს განაკვეთი ქართულ ბაზარზე უპრეცედენტოა.
Mazda-ს ეს განსაკუთრებული მოდელი, პრემიუმ კლასის CX60, წარმოდგენილია სააქციო ფასად და მისი შეძენა $34.800-ად არის შესაძლებელი, ეკვივალენტი ლარში. დაბალი საპროცენტო განაკვეთი ლარში კი ნიშნავს ჯამურად ნაკლებ გადახდილ პროცენტს და შემცირებულ ყოველთვიურ გადასახდელს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ავტომობილის შეძენის მსურველებს არ სჭირდებათ დიდი საწყისი ინვესტიცია - იხდიან მხოლოდ მინიმალურ წინასწარ შენატანს და სამი წლის განმავლობაში ფიქსირებულად ინარჩუნებენ ბაზარზე არსებულ შესყიდვის საუკეთესო პირობას. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, ვიზრუნოთ მომხმარებელზე და ისეთი ფინანსური მოქნილობა შევთავაზოთ, რომელიც მათ შემოსავალზეა მორგებული“.

მომხმარებლის ინტერესებს ერგება გადახდის გრაფიკიც. მიუხედავად იმისა, რომ აქცია 10%-იან წინასწარ შენატანს გულისხმობს, Mazda CX60-ის შეძენის მსურველებს არჩევანის სრული თავისუფლება აქვთ - მათ შეუძლიათ გაზარდონ თანამონაწილეობის თანხა და, შესაბამისად, ყოველთვიური გადასახადიც თავად დაარეგულირონ. მოქმედებს Trade-In პირობაც, რაც ძველი ავტომობილის ახალი Mazda CX60-ით ჩანაცვლებას გულისხმობს.
იაპონური ბრენდის ეს გამორჩეული მოდელი მხოლოდ ფინანსური თვალსაზრისით არ არის მიმზიდველი. Mazda CX-60 პრემიუმ კლასის ავტომობილის ყველა მახასიათებლით არის აღჭურვილი - ოთხივე წამყვანი თვალი, 360-გრადუსიანი ხედვის კამერა და უხილავი ზონების კონტროლი მეტი უსაფრთხოებისათვის.
მაქსიმალურ კომფორტზეა გათვლილი ინტერიერიც: ტყავის სავარძლები გათბობა-გაგრილების ფუნქციით, პანორამული ჭერი, რომელიც სალონს მეტ სივრცესა და სინათლეს სძენს და BOSE-ის პრემიუმ აუდიოსისტემა.
„მაზდა ცენტრი თეგეტას“ უნიკალური შეთავაზება უკვე აქტიურია და მაისის ბოლომდე იმოქმედებს. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, დავით აღმაშენებლის ხეივნის №152-ში მდებარე შოურუმს ესტუმროს, ჩანიშნოს ტესტ-დრაივი და Mazda CX-60-ის შესაძლებლობები პირადად გამოცადოს.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















