მომავალი დღეები გადამწყვეტი იქნება, ირანმა ეს იცის და თითქმის არაფრის გაკეთება შეუძლია - პიტ ჰეგსეთი
საქართველო, თბილისი - 18:46 | 31.03.2026 ნანახია: 1143
აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი აცხადებს, რომ ირანის ომის მომდევნო რამდენიმე დღე გადამწყვეტი იქნება. მისივე თქმით, დაზვერვის მონაცემები ცხადყოფს, რომ აშშ-სა და ისრაელის დარტყმები ირანის სამხედროების მორალურ მდგომარეობას აზიანებს.
„მომავალი დღეები გადამწყვეტი იქნება. ირანმა ეს იცის და თითქმის არაფრის გაკეთება შეუძლია სამხედრო თვალსაზრისით. ჩვენ სულ უფრო მეტი ვარიანტი გვაქვს, მათ კი ნაკლები. მხოლოდ ერთ თვეში ჩვენ დავადგინეთ პირობები, მომავალი დღეები გადამწყვეტი იქნება“, - განაცხადა ჰეგსეთმა.
მისი თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და აშშ-ს ბევრად უფრო ურჩევნია შეთანხმებას მიაღწიონ.
„ჩვენ ბევრად უფრო მეტად გვირჩევნია შეთანხმების მიღწევა, თუ ირანი მზად იქნება დათმოს ის მასალა და ამბიციები, რაც სრუტის გახსნასთან დაკავშირებით აქვს. ეს არის მიზანი. ჩვენ არ გვინდა, რომ სამხედრო თვალსაზრისით იმაზე მეტი გავაკეთოთ, ვიდრე საჭიროა. აშშ-ს ბევრად უფრო მეტად ურჩევნია შეთანხმების დადება, მაგრამ მანამდე მოლაპარაკებას ბომბებით ვაწარმოებთ“, – აღნიშნა აშშ-ის ომის მდივანმა.
მისი თქმით, დონალდ ტრამპი არ აპირებს უკან დახევას.
„თუ ირანი გონივრული იქნება, ისინი შეთანხმებას დადებენ. პრეზიდენტი ტრამპი უკან არ დაიხევს, ამის შესახებ შეგიძლიათ, ხამენეის ჰკითხოთ. ირანის ახალმა რეჟიმმა ეს უკვე უნდა იცოდეს, რადგან რეჟიმი შეიცვალა, ისინი წინაზე უფრო გონივრულები უნდა იყვნენ", - განაცხადა ჰეგსეთმა.
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















