აშშ-ში ჩავდივართ ერთი მიზეზით – წარვადგინოთ ჩვენი გეგმა, როგორ ვცვლით ხელისუფლებას - თამარ ჩერგოლეიშვილი

საქართველო, თბილისი - 18:46 | 31.03.2026
ნანახია: 26

აშშ-ში ჩვენ ჩავდივართ ერთი მიზეზით, რომ წარვადგინოთ გეგმა, როგორ ვცვლით ხელისუფლებას, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.

ჩერგოლეიშვილის თქმით, აშშ-ში გამგზავრებამდე „ოპოზიციის ალიანსის“ წევრები ევროპაში ჩავლენ.

„იგეგმება ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. მანამდე, ალიანსის წევრებს ევროპაში გვექნება ვიზიტი ალიანსის სახელით. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენ ჩავდივართ ერთი მიზეზით – წარვადგინოთ ჩვენი გეგმა, როგორ ვცვლით ხელისუფლებას, როგორ ვამარცხებთ რუსეთის მოკავშირე რეჟიმს საქართველოში და როგორ იმარჯვებს თავისუფალი სამყარო მთელ სამხრეთ კავკასიაში“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე