30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი

საქართველო, თბილისი - 14:01 | 29.03.2026
ნანახია: 39

30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან – ძლიერი. შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში – ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე, შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე – წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე