ხალხი ქუჩაში ხაზარაძის გამო და მისი მილიონების დასაცავად არ გამოვა - დავით ჭიჭინაძე
საქართველო, თბილისი - 13:09 | 22.11.2021 ნანახია: 618
ადამიანები არასოდეს გამოვლენ ქუჩაში ხაზარაძის მილიონების დასაცავად! აი ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, თუ რატომ შემცირდა ბოლო დროს პროტესტანტების რაოდნობა ქუჩაში, - აცხადებს „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე.
მისი თქმით, დღეს, როდესაც ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობაა, უმუშევრობა კი, პირველ რიგში ბანკირების და მათი არაპროფილური საქმიანობის გამოა,სულ ტყუილა აქვს ვინმეს იმის ილუზია, რომ ბევრი ხალხი გამოვა იმ ოპოზიციის მხარდასაჭერად, რომლის მთავარი აქტორები ბანკირები გახდნენ და პროტესტი შედეგიანი იქნება.
„თან მითუმეტეს, რომ ახლაც ისე დაასრულეს ბოიკოტი, მგონი დატოვეს ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტი გაღიმებული...
კრედიტები ძვირია, ხალხს შია, კომუნალურებს ვერ იხდიან, წამლებს ვერ ყიდულობენ, ადამიანები ვალებში იხრჩობიან და ვისაც მართლა უნდა ქვეყანას უშველოს, სწორედ ამ საკითხებზე უნდა ილაპარაკოს, ამ ბრძოლის მოწილეობა უნდა შესთავაზო მხარდამჭერებს!
და არა მამუკა ხაზარაძე ლიდერად, ადამიანი რომელიც პროკურატურის პირდაპირი სადამსჯელო სტრუქტურა იყო წინა ხელისუფლების დროს და ისე გამდიდრდა „ნაციონალების“ დროს, როგორც სხვა არავინ.
(„ნაციონალები“ რომ მოვიდნენ მისი ბანკის კაპიტალი 22 მილიონი ჰქონდა, 2012 წელს უკვე 625 მილიონი - და ეს მარტო საბანკო სფერო, აღარაფერს ვამბმობ არაპროფილურ საქმიანობებზე. )
შესაბამისად, ეს ვითომ ოპოზიციური ერთობაც ნამდვილად არ არის ისეთი ოპოზიციის ერთიანობა, როგორც უნდათ რომ წარმოაჩინონ, რადგან ოპოზიციის არც თუ პატარა ნაწილს, ვინც რეალურად შეარყია „ოცნების“ საძირკველი, ვინც პირველმა დაიწყო ამ სიბოროტესთან ბრძოლა, აი ასე მარტივად გამოუცხადეს, ჩვენ გადაწყვეტილებებს მივიღებთ და თქვენ გზაში დაგვეწიეთო.
და თან სწორედ იმათმა, ვინც არცერთი ხელისუფლების დროს არ გამოსულა კომფორტის ზონიდან, არასოდეს უფიქრია რამის დათმობაზე ხალხის გამო.
მოკლედ, 50 დღეა ამ თემაზე შეგნებულად არ დამიძრავს სიტყვა.
თუნდაც იმიტომ, რომ ვიყავი იმ ბრძოლის სოლიდარული, რომ სააკაშვილს ადამიანური სამკურნალო პირიბები ჰქონოდა;
ვიყავი ქალბატონი ელენეს ღირსეული პროტესტი სოლიდარული;
ახლაც ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს საკუთარ სასამართლოზე დასწრების უფლება მისცენ, რაც კანონით ეკუთვნის.
თუმცა არასოდეს ვიბრძოლებ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის.
მაგრამ, სანამ ყველაფერს თავის სახელს არ დავარქმევთ,
სანამ მართლა იდეისთვის საბრძოლველად არ დავუძახებთ ადამიანებს და არა სახელების და გვარებისთვის, მანამდე მოგვიწევს აი ამ ბოროტი და უგუნური ხელისუფლების ატანა, ვისაც ერთადერთი რაც შეუძლია ეს ქვეყნის სიძულვილით და დაშინებით მართვაა.
არადა წინ დიდი და ცივი ზამთარია და 2022, დიდი გამოწვევების წელი“, - ამბობს ჭიჭინაძე.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















