მე დამაკავეს ქვეყანაში, რომელსაც ერთ დროს ვმართავდი... აი, რატომ მინდა, რომ ბაიდენმა ხმამაღლა ისაუბროს - მიხეილ სააკაშვილი
საქართველო, თბილისი - 00:48 | 21.11.2021 ნანახია: 737
მე დამაკავეს ქვეყანაში, რომელსაც ერთ დროს ვმართავდი... აი, რატომ მინდა, რომ ბაიდენმა ხმამაღლა ისაუბროს - წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერილში, რომელიც მან ადვოკატებისა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მეშვეობით გამოცემა Politico-ს მისწერა.
"წერილს გწერთ მე-18 პენიტენციური დაწესებულიდან, თბილისიდან, საქართველოდან - ქვეყნიდან, რომელსაც ერთ დროს, როგორც პრეზიდენტი ისე ვემსახურებოდი. საქართველოში რამდენმეწლიანი დევნის შემდეგ, ოქტომბერში დავბრუნდი და დამაკავეს იმ ბრალდებებისთვის, რომელიც მჯერა, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია. 50 დღის განმავლობაში ვშიმშილობდი, ვაპროტესტებდი ჩემს დაკავებას, ასევე, საქართველოს მთავრობის მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მმართველმა პარტიამ "ქართულმა ოცნებამ" გააძლიერა კონტროლი სასამართლო სისტემასა და ბევრ სახელმწიფო და არასახელმწიფო მედიასაშუალებაზე, დაუშვა, რომ კორუფცია გაზრდილიყო, გააყალბა არჩევნები და ქვეყანას პუტინის რუსეთთან დაახლოებისკენ უბიძგა.
ჩემი პრეზიდენტობის დროს, ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქართველოს ეწვია, რომ განემტკიცებინა აშშ-ის მხარდაჭერა, მას შემდეგ რაც, რუსეთი შემოიჭრა და ნაწილობრივ ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა.
"ჩვენ, შეერთებული შტატები თქვენს გვერდით ვდგავართ თქვენს გზაზე უსაფრთხო, თავისუფალ, დემოკრატიულ და კიდევ ერთხელ ერთიანი საქართველოს გზაზე", - პირობა დადო ბაიდენმა. მან მოუწოდა ჩემს ადმინისტრაციას უზრუნველეყო "გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული დემოკრატია სრული ჩართულობით".
დღეს, მე მოვუწოდებ მის ადმინისტრაციას, რომ შეასრულოს მისი როლი. რათა მხარი დაუჭიროს ჩვენს დემოკრატიას, რომელიც საფრთხეშია. ბაიდენის მიზნიდან გამომდინარე, ავტოკრატიამ დემოკრატიაზე წინ წაიწიოს, ვიმედოვნებ, რომ ის საქართველოს მთავრობას პასუხისმგებლობას დააკისრებს იმ თავისუფლების შელახვისთვის, რომლის მისაღწევადაც ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ.
საქართველოს პრეზიდენტი გავხდი 2004 წელს, როდესაც მშვიდობიანი "ვარდების რევოლუცია"
დემოკრატიული რეფორმების, კორუფციის აღმოფხვრისა და ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაციისკენ მოუწოდა.
მე საქართველოს პრეზიდენტი 2004 წელს გავხდი, როცა მშვიდობიანი "ვარდების რევოლუცია" დემოკრატიული რეფორმების გატარებას, კორუფციის აღმოფხვრისა და ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაციას მოუწოდებდა.
ბედის ირონიაა, რომ ნაწილობრივ ჩვენი დემოკრატიზაციის ძალისხმევის გამო, ჩემი პარტია 2012 წელს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში დამარცხდა. ჩვენ მშვიდობიანად გადავაბარეთ ძალაუფლება კოალიციას, რომელსაც "ქართული ოცნება" ხელმძღვანელობდა და რომლის სათავეშიც ბიძინა ივანიშვილი იყო. 2021 წლის 6 იანვარს აშშ-ს კაპიტოლიუმის ბუნტის შემდეგ, სენატორმა ჯინ შაჰინმა მის გამოსვლაში ჩემი მხრიდან ძალაუფლების დათმობა გაიხსენა და განაცხადა, რომ ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა არასდროს შეიძლება იყოს დაუფასებელი.
მე საქართველოს პრეზიდენტი 2004 წელს გავხდი, როცა მშვიდობიანმა ვარდების რევოლუციამ მოითხოვა დემოკრატიული რეფორმები, კორუფციის აღმოფხვრა და ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაცია.
დემოკრატიული პროცესების გზით ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ, ივანიშვილის მთავრობა მალე იქცა ანტიდემოკრატიულად. დღეს, საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის, სასამართლო, სამართალდამცავი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები, მმართველ პარტიასთან დაახლოებულ მცირე კლანის ინტერესებს ემსახურებიან. ბოლო ადგილობრივი არჩევნების დროს, ევროპის უსაფრთოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ შეშფოთება გამოთქვა ამომრჩეველთა დაშინებასა და სხვა არადემოკრატიულ ტაქტიკასთან დაკავშირებით. ივლისიში კი მოძალადე და ჰომოფობიური დემონსტრანტები თბილისში თავს დაესხნენ აქტივისტებსა და ჟურნალისტებს და აიძულეს გაეუქმებინათ პრაიდის მარში, რამაც საბოლოოდ ოპერატორის გარდაცვალება გამოიწვია. აქტივისტები ჟურნალისტებისა და ლგბტ თემის მიმართ მუქარაში მონაწილეობაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ.
ამავდროულად, მთავრობამ დე ფაქტო შეაჩერა ყოველგვარი პრაქტიკული მცდელობა ნატოში გაწევრიანების გზაზე წინსვლისთვის. ქართველმა ხალხმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ნატოში გაწევრიანების მომხრეა. ამის ნაცვლად, საქართველო ეფლირტავება ირანს და რუსეთს "რეგიონული თანამშრომლობის" პლატფორმასთან, რომელიც აცოცხლებს სტრატეგიული სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან დასავლური გავლენის აღმოფხვრის იდეით.
ეს უნდა აშფოთებდეს ბაიდენის ადმინისტრაციას: როდესაც ის 2009 წელს გვეწვია, საქართველო საიმედო მოკავშირე იყო რთულ რეგიონში. დღეს "ქართული ოცნება" ფუთავს საქართველოს ბედს, როგორც რუსეთის დაქვემდებარების ქვეშ მყოფი სახელმწიფო.
ივანიშვილის რეჟიმმა წლების წინ დაუსწრებლად წამიყენა ბრალი ძალაუფლების გადამეტებისთვის. მჯერა, რომ ეს ბრალდებები არის უსაფუძვლო და პარტიის მიერ ოპოზიციის გაჩუმების შემაშფოთებელი მაგალითი. ამიტომაც, რამდენიმე წლის შემდეგ, შემოდგომაზე, საქართველოში დავბრუნდი. ვიცოდი, რომ ციხეში მოვხვდებოდი. იმედი მაქვს, ყურადღება მიექცევა აქ არსებულ შემაშფოთებელ მდგომარეობას, რომელიც ქუჩებში ათასობით ქართველმა გააპროტესტა, გასული თვის არჩევნების შემდეგ.
ბაიდენის ადმინისტრაციამ ხაზი გაუსვა დემოკრატიული ღირებულებების, მათ შორის კანონის უზენაესობისა და სიტყვის თავისუფლების განმტკიცებისა და დაცვის მნიშვნელობას. ახლა ქართველ ხალხს სჭირდება თავისი დემოკრატიული და პროდასავლური მისწრაფებების აქტიური მხარდაჭერა ავტორიტარიზმის საფრთხის წინააღმდეგ. უპირველეს ყოვლისა, შეერთებულმა შტატებმა ღიად უნდა დაგმოს საქართველოს ხელისუფლება მათი ძალისხმევისთვის, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას.
აშშ-ის კონგრესმა ასევე უნდა განიხილოს საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევთათვის სანქციების დაწესება გლობალური მაგნიტსკის აქტის მიხედვით. სახელმწიფო მდივნის ანტონი ბლინკენის ან სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირის ვიზიტი ამერიკის სოლიდარობას გამომხატველი იქნებოდა საქართველოს ხალხის მიმართ.
საბოლოოდ კი, ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გააუქმოს გადაწყვეტილება, მიიწვიოს საქართველოს მთავრობა მომავალ სამიტზე, მოწვევა, რომელიც აგზავნის არასწორ სიგნალს და რისკავს ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული პრაქტიკის ლეგიტმაციას.
შეერთებულ შტატებს საქართველოში არადემოკრატიული ელემენტების წინააღმდეგ სახლში და მის ფარგლებს გარეთ, დემოკრატიის მხარდაჭერის დიდი ისტორია აქვს. დღევანდელი თავისუფლების შემაშფოთებელი ეროზიისა და მზარდი რუსული გავლენის ფონზე, იმედი მაქვს - და დარწმუნებული ვარ - რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ცხადყოფს, სად დგას იგი, - ნათქვამია წერილში, რომლის თარგმანსაც "მთავარი არხი" ავრცელებს.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















