როგორ ვიზრუნოთ ავტომობილზე სახლიდან გაუსვლელად?
საქართველო, თბილისი - 17:46 | 19.11.2021 ნანახია: 785
სეზონის ცვლილებასთან ერთად ხშირად იცვლება ადამიანიც - ზაფხულში ხალისიანები და ენერგიულები, ხოლო ზამთრის პერიოდში, შედარებით ინერტულები და ზარმაცები ვართ. ეს ცვლილებები ჩაცმის სტილსა და კვების რაციონზეც აისახება. მოკლედ რომ ვთქვათ, სეზონურ ტრანსფორმაციას განვიცდით.
გაგიკვირდებათ და ჩვენი ავტომობილებიც ასე არიან - მათი მოთხოვნები ზამთარსა და ზაფხულში საკმაოდ განსხვავებულია.
ცნობილი იტალიური ბრენდის, „ფერარის“ დამაარსებელი, ენცო ფერარი ყოველთვის ამბობდა, რომ მანქანა ადამიანის საუკეთესო მეგობარია, რომელიც მუდამ იმსახურებს ყურადღებასა და მოვლა-პატრონობას. პრინციპში ასეც არის, როგორც საუკეთესო მეგობრის იმედი უნდა გვქონდეს რთულ სიტუაციებში, ასევე უნდა ვიყოთ დარწმუნებულები ჩვენს მანქანაშიც, რომელიც სწორედ ისე გაგვიფრთხილდება, როგორც ჩვენ გავუფრთხილდებით.
ზემოთ უკვე ვახსენეთ ავტომობილის სეზონური მოთხოვნები, რაც იმას ნიშნავს, რომ ტემპერატურის ცვალებადობასთან ერთად, იცვლება მათი მოვლის სპეციფიკაც.
ზამთარი ისე ჩუმად გვეპარება, რომ ვერც კი ვამჩნევთ, არადა მისი სიმკაცრიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია მომზადებული დახვედრა. აუცილებელია საბურავების შეცვლა, ანტიფრიზის ჩასხმა, რათა დაბალი ტემპერატურის პირობებში არ მოხდეს ძრავისა და სისტემის დაზიანება, საყურადღებოა ასევე აკუმულატორის მუშაობის პროცესი, რომლის მდგომარეობაც ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად იცვლება, შუშის საწმენდ მექანიზმში უნდა ჩაისხას სპეციალური სითხე, რომელიც მინუს გრადუსებს უძლებს და არ იყინება. მოკლედ ზამთართან დაკავშირებით იმდენი ნიუანსია, რომ როგორც იტყვიან - ერთი რელსიდან მეორეზე უნდა გადავიდეთ.
თუ ამ მისიების შესრულებას, დროის უქონლობის ან უყურადღებობის გამო ვერ ვახერხებთ, შედეგი საკმაოდ მძიმეა - ყინვისაგან დაზიანებული აკუმულატორი, რომლის დასამუხტად ყოველთვის მეზობელს ვაწუხებთ, ანტიფრიზის ჩამატების პროცესი, რომელიც დაზიანებული რადიატორის გამო ყოველდღიურ რუტინად გვექცა და კიდევ მრავალი პრობლემა, რომლებიც ერთმანეთს დომინოს პრინციპით მიეწყო, ხოლო შემდეგ კი პირდაპირ ჩვენს ნერვებს დაეჯახა.
მთავარია სიმშვიდე შევინარჩუნოთ და გვახსოვდეს, რომ არ არსებობს სიტუაცია, საიდანაც ვერ გამოვძვრებით.
სწორედ ასეთი სიტუაციიდან გამოაძვრინა დემეტრე პერსონალურმა მენეჯერმა.
დემეტრე ჩემი ბავშვობის მეგობარია, რომელსაც არაფერი ეზარება ისე, როგორც თავისი ავტომობილის სერვისამდე მიყვანა. სულ ცდილობს, მანქანის პრობლემები, რაც შეიძლება დიდი ხნით გადაავადოს და აი, შედეგიც - დიდი ხნის მისახედი აკუმულატორი, საბოლოოდ გამოვიდა მწყობრიდან.
პერსონალურმა მენეჯერმა მანქანა სერვისცენტრში ისე წაიყვანა, რომ წაყვანა-წამოყვანის მარშრუტი მთლიანად იყო დაზღვეული. ადგილზე დიაგნოსტიკის შემდეგ, მან დემეტრეს დაურეკა და ვითარება დეტალურად გააცნო. მანქანის დიაგნოზისა და ხარჯთაღრიცხვის მოსმენის შემდეგ, დემეტრემ გადაწყვიტა ხსენებულ პირობებს დათანხმებოდა. დროის დაზოგვასთან ერთად, მას ავტომობილი გარანტიით შეუკეთეს, ხოლო გამართული მანქანა ზუსტად იმ ლოკაციაზე მიუყვანეს, რომელიც თავად შეარჩია.
საკუთარ თავზე გამოვცადე ონლაინ მაღაზია, რომლის მიმართაც საკმაოდ პესიმისტურად ვიყავი განწყობილი. წარმოდგენა არ მქონდა, თუ როგორ შეიძლებოდა, ტელეფონით ხუნდების არჩევა, თუმცა ონლაინ კონსულტანტების დახმარებით, სწორედ ის ხუნდები შევიძინე, რომელიც ჩემი ავტომანქანისთვის იყო საჭირო.
შემდეგ შუშების საწმენდი სითხე შევუკვეთე, რომელიც ექსპრეს მიტანის
სერვისით, ერთ საათზე ნაკლებ დროში მომიტანეს. საბოლოო ჯამში მივხვდი, რომ ამ სერვისებით დიდ დროს ვზოგავდი, რომელსაც შემდგომ მთლიანად ვახმარდი ჩემს სამსახურსა და ოჯახს.
გარდა ამისა, „თეგეტაში“ მომხმარებლის კომფორტისთვის, კიდევ რამდენიმე დისტანციური სერვისია ხელმისაწვდომი. მაგალითად, ონლაინ რეზერვაცია,რომელიც ბიძაჩემს, ადამიანს, რომელსაც საკუთარ ავტომობილზე ზრუნვა ოჯახში ყველაზე მეტად უყვარს, დაეხმარა. ის ყოველთვის ცდილობს ცვეთადი ნაწილებისა და ზეთის თავის დროზე შეცვლას, მაგრამ პროფილაქტიკებში რიგების გამო, ხშირად ფერხდება. რამდენიმე დღის წინ პორტალის საშუალებით დაჯავშნა სასურველი სერვისი და რიგების გარეშე გამართა ავტომობილი.
დროის დასაზოგად და ავტო-სერვისების კომფორტულად მისაღებად „თეგეტა მოტორსის“ დისტანციური სერვისებით სარგებლობა ნებისმიერ მომხმარებელს, მარტივად, კომპიუტერისა და სმარტფონის დახმარებით შეუძლია.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















