სააკაშვილის გადაყვანა გლდანის ციხეში იყო "ქართული ოცნების" მიერ მისი დამცირებისა და შეურაცხყოფის საშუალება კრიმინალების დახმარებით - ლაშა დამენია

საქართველო, თბილისი - 12:23 | 18.11.2021
ნანახია: 355

პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის ციხეში იყო "ქართული ოცნების" მიერ მისი დამცირებისა და შეურაცხყოფის საშუალება კრიმინალების დახმარებით, - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა, ლაშა დამენიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

"პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის ციხეში იყო "ქართული ოცნების" მიერ მისი დამცირებისა და შეურაცხყოფის საშუალება კრიმინალების დახმარებით, მაგრამ სინამდვილეში ამით ხელისუფლებამ  ქვეყნის ღირსებას მიაყენა შეურაცხყოფა და გაახარა, როგორც შიდა, ასევე გარე მტრები. ექიმების დასკვნამ ნათელყო, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა კვალიფიციურ სამედიცინო კლინიკაში, სადაც უნდა გაგრძელდეს მისი სრულფასოვანი მკურნალობა", - განაცხადა დამენიამ

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, გამოქვეყნდა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა, რომლის თანახმადაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ, დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე