ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან მოშიმშილეები ძალის გამოყენებით გაიყვანეს

საქართველო, თბილისი - 15:23 | 17.11.2021
ნანახია: 384

ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან მოშიმშილეები ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

პოლიციამ საკრებულოს შენობიდან  გაიყვანა ენმ-ის დეპუტატი, ანა წითლიძეც.

დაპირისპირებისას, ერთ-ერთი მოშიმშილე ქალი შეუძლოდაც გახდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.

საკრებულოს 5-მა წევრმა ოპოზიციონერმა ზუგდიდში შიმშილობა მიხეილ სააკაშვილის სამოქალქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით დაიწყეს.

ამ დრომდე ისინი ფრაქციის ოთახში იმყოფებოდნენ, თუმცა, დღეს, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ძველი მოწვევის საკრებულოს 2022 წლის ბიუჯეტზე უნდა ემსჯელა, სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს.


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე