ირაკლი კობახიძემ, მამუკა მდინარაძემ და შალვა პაპუაშვილმა მოშიმშილე ელენე ხოშტარია მოინახულეს

საქართველო, თბილისი - 15:04 | 17.11.2021
ნანახია: 396

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ორაკლი კობახიძე პარლამენტში მოშიმშილე ელენე ხოიშტარიას მოსანახულებლად მივიდა. დეპუტატის ნახვის სურვილი გამოთქვეს მამუკა მდინარაძემ და შალვა პაპუაშვილმა.

შეხვედრის შემდეგ კობახიძემ თქვა, რომ ხოშტარიასთან სხვადასხვა ვარიანტები განიხილეს.

"ჩვენი თხოვნაა, შეწყვიტოს შიმშილობა. გვქონდა მეგობრული საუბარი. სხვადასხვა ვარიანტებზე გვქონდა საუბარი", - თქვა კობახიძემ.

"დროას" ლიდერი გუშინ "ქართული ოცნების" სხვა დეპუტატებმა მოინახულეს. ელენე ხოშტარიას ჯანდაცვისა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრები, დიმიტრი ხუნდაძე, დავით სერგეენკო და მიხეილ სარჯველაძე შეხვდნენ.

რამდენიმე დღის წინ  ხოშტარია სოზარ სუბარმა და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ მოინახულეს.

ფოტო: ტვ პირველი


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე