"ქართულ ოცნებას" მივმართავ, არ გაბედოს მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცება ახალი საკრებულოების შეკრებამდე - მიხეილ დაუშვილი
საქართველო, თბილისი - 14:03 | 17.11.2021 ნანახია: 510"ჩვენ მოვუწოდებთ ოცნებას პატივი სცეს მოქალაქეების გადაწყვეტილებას და არ გაბედოს მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცება ახალი საკრებულოების შეკრებამდე და ახალი საკრებულოების მუშაობის დაწყებამდე" - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრმა და დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
მიხეილ დაუშვილის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" მუნიციპალიტეტების საკრებულოებში უკვე დაიწყო ბიუჯეტის განხილვის და დამტკიცების პროცედურები და ცდილობს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად ახალი საკრებულოების დამტკიცებამდე, არსებული საკრებულოების მეშვეობით დაამტკიცოს მუნიციპალური ბიუჯეტები.
"ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ თვითმმართველობის არჩევნები არ იყო არც სამართლიანი და არც თავისუფალი. როგორც წინასაარჩევნო პერიოდი, ასევე უშუალოდ არჩევნების დღე ჩატარდა სისტემური დარღვევების პირობებში. ხელისუფლებამ მოქალაქეებს წაართვა უფლება დემოკრატიულ გარემოში დაეფიქსირებინათ თავიანთი გადაწყვეტილება. მიუხედავად ამისა, მოქალაქეების გადაწყვეტილებით ჩვენ ვართ წარმოდგენილი როგორც თბილისში, ასევე საქართველოს ყველა რეგიონში თვითმმართველობის დონეზე. არაერთი რეგიონული ცენტრი, არაერთ წარმომადგენლობით ორგანოში, საკრებულოში ჩვენი ხმა იქნება გადამწყვეტი ნებისმიერი, მათ შორის მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცების პროცესში. მუნიციპალიტეტებში ოცნებამ უკვე დაიწყო ბიუჯეტების განხილვის და დამტკიცების პროცედურები. რეალურად ხელისუფლება ცდილობს ჩვეულ სტილში, ერთპიროვნულად, ახალი საკრებულოების დამტკიცებამდე, არსებული საკრებულოების მეშვეობით დაამტკიცოს მუნიციპალური ბიუჯეტები. მუნიციპალური ბიუჯეტი მოგეხსენებათ რომ არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ორიენტირებული უნდა იყოს მოსახლეობის, ადამიანების პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე და ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, რომელიც ითვალისწინებს სწორედ ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი მოქალაქეების პრიორიტეტებისა და საჭიროებების ასახვას მუნიციპალურ ბიუჯეტებში, სხვადასხვა მიმართულებებით. როდესაც თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენმა მოქალაქეებმა გადაწყვიტეს ხმა მიეცათ ჩვენი პარტიისთვის, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ მათი ინტერესი იყო ოცნების ერთპარტიული მმართველობის დასრულება, რაც ასევე ცალსახად ნიშნავს იმას, რომ მათთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, ჩვენი მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, მუნიციპალური ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს სწორედ ახალი საკრებულოების მიერ და არა ერთპიროვნულად ოცნების საკრებულოების მიერ, ვინაიდან უკვე განხორციელდა თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამება, ჩვენ მოვუწოდებთ ოცნებას პატივი სცეს მოქალაქეების გადაწყვეტილებას და არ გაბედოს მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცება ახალი საკრებულოების შეკრებამდე და ახალი საკრებულოების მუშაობის დაწყებამდე. ამასთანავე, მოვუწოდებთ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაუყოვნებლივ მოიწვიოს ახალარჩეული მუნიციპალიტეტების საკრებულოების პირველი სხდომები, რათა აღნიშნული საკრებულოები შეუდგნენ მუშაობას, მათ შორის ბიუჯეტის განხილვას და მათ დამტკიცების პროცედურებს" - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
დაუშვილმა აღნიშნა, რომ ბიუჯეტების განხილვის და დამტკიცების პროცედურები დაჩქარებული წესით დაწყებული არის არაერთ მუნიციპალიტეტში, მაგალითად სამეგრელოს არაერთ მუნიციპალიტეტში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში და ა.შ.
„პირველი სხდომის მოწვევის ვადა არის 30 დღე საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან, თუმცა, ჩვენ ხომ ახალ რეალობაში ვართ, არაერთ მუნიციპალიტეტში და არაერთ საკრებულოში ოცნება ერთპიროვნულად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, იმიტომ რომ, შეიძლება ითქვას, რომ მოქალაქეების გადაწყვეტილებით ეს ბიუჯეტების დამტკიცება და სხვა გადაწყვეტილებები შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ მრავალპარტიული კონსესუსის საფუძველზე. შესაბამისად, რასაც დღეს ოცნება აკეთებს, არის ის, რომ ახალი საკრებულოების შეკრებამდე, დაჩქარებული წესით მოასწროს ბიუჯეტების დამტკიცება, იმისათვის, რომ ისე გააკეთოს როგორც თვითონ უნდა, ამით კიდევ ერთხელ აიგნორებს, იგნორირებას უკეთებს ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილებას, რომლებმაც თქვეს, რომ მინიმუმ 7 საკრებულო გადაწყვეტილებას მიიღებს კონსესუსის საფუძველზე და არა ერთპიროვნულად ოცნების მიერ.ჩვენი ინფორმაციით ბიუჯეტების განხილვის და დამტკიცების პროცედურები დაჩქარებული წესით დაწყებული არის არაერთ მუნიციპალიტეტში. მაგალითად სამეგრელოს არაერთ მუნიციპალიტეტში, მაგალითად ზუგდიდში, მაგალითად ჩხოროწყუში და ა.შ." - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















