"საქართველოს ბანკისა" და TBSC Consulting-ის მხარდაჭერით ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ქეისების კონკურსი იწყება
საქართველო, თბილისი - 11:21 | 16.11.2021 ნანახია: 805
საქართველოს ბანკისა და TBSC Consulting-ის ურთიერთთანამშრომლობით, „საქართველოს ბიზნესქეისების კონკურსი 2021“ იწყება. კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტებში კრიტიკული აზროვნების, გადაწყვეტილებების მიღების უნარების განვითარებას, რაც რეალურ ბიზნესქეისებზე მუშაობის შედეგად მიიღწევა. ღონისძიება აშშ-ის საელჩოს თანადაფინანსებით ხორციელდება.
“საქართველოს ბიზნესქეისების კონკურსი 2021“-ში 8 პარტნიორი უნივერსიტეტის გუნდია ჩართული, დამატებით 4 გუნდი კი ღია რეგისტრაციის ფარგლებში, პრეზენტაციების საფუძველზე შეირჩევა. შეჯიბრება სამ ეტაპად გაიმართება. თითოეულ ეტაპზე გუნდები ჰარვარდის ბიზნესქეისზე იმუშავებენ, შედეგებს კი საქართველოში მაღალი რანგის მენეჯერებს წარუდგენენ.
ფინალურ ღონისძიებაზე სამი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება. პირველ ადგილზე გასული გუნდი - 11 000 ლარით, მეორეზე - 6 000, ხოლო მესამე ადგილზე გასული გუნდი - 3 000 ლარით დასაჩუქრდება.
მონაწილეებს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები და წარმატებული მენეჯერები ჩაუტარებენ ტრენინგებს, მათ შორის:
პოლ კლარკი - მსოფლიოს ტოპ უნივერსიტეტების კურსდამთავრებული (Stanford და Chicago Booth), 40 წლიანი გამოცდილება ბიზნეს საკონსულტაციო სფეროში მსოფლიოს მსხვილი კომპანიებისათვის (მაგ: Lufthansa). TBSC Consulting-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი.
ჯაბა შალამბერიძე - ჰარვარდის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის (MBA) კურსდამთავრებული. ექვსწლიანი საერთაშორისო გამოცდილებით საცალო ვაჭრობის სექტორში. ამჟამად მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საკონსულტაციო კომპანიის, Bain & Company-ის კონსულტანტი ჩიკაგოს ოფისში. TBSC Consulting-ის ყოფილი კონსულტანტი.
თამუნა პაპავა - Fulbright/Bank of Georgia-ს სამაგისტრო პროგრამის სტიპენდიანტი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის (MBA) კურსდამთავრებული. ოთხწლიანი გამოცდილებით ამაზონის სათაო და ლონდონის ოფისებში პროგრამების მენეჯერის პოზიციაზე. TBSC Consulting-ის ყოფილი კონსულტანტი.
მონაწილეებს ასევე მენტორობას გაუწევენ წარმატებული ქართველი სტუდენტები და კურსდამთავრებულები:
ანა ქურხული (სტენფორდის ბიზნეს სკოლის მაგისტრი ’21),
ანა მამუკელაშვილი (კოლუმბიის ბიზნეს სკოლის მაგისტრი ’20)
ლევან მჟავია (Tuck-ის ბიზნეს სკოლის მაგისტრი ’21)
ლუკა კაჩუხაშვილი (Chicago Booth-ის მაგისტრი ’22)
ანა სუხიშვილი (Fullbright MFin Scholar არიზონას უნივერსიტეტი ’17)
აპლიკაციების მიღება 19 ნოემბრის 15:00-მდე გაგრძელდება. დამატებითი ინფორმაციისთვის და მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3ngb6TB
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბიზნესქეისების კონკურსი 2019 წელს, TBSC Consulting-ის ინიციატივით დაიწყო. TBSC Consulting-ი ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიაა საქართველოში, რომელიც უკვე 18 წელია ოპერირებს და ორგანიზაციებს უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება, მათ შორის: დივერსიფიცირებული ქართული კომპანიები, უცხოელი ინვესტორები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, საქართველოს მთავრობა, დიპლომატიური მისიები, დონორები და არასამთავრობო ორგანიზაციები.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















