ზურაბ ჯაფარიძე, რომელმაც ავტომობილით სუს-ის შესასვლელი ჩაკეტა, ტერიტორიიდან ევაკუატორით გაიყვანეს

საქართველო, თბილისი - 13:15 | 12.11.2021
ნანახია: 360

პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელმაც საკუთარი ავტომობილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის შესასვლელი ჩაკეტა, ტერიტორიიდან ევაკუტორით გადაიყვანეს.

ზურაბ ჯაფარიძე ადგილზე დაახლოებით ნახევარი საათის წინ მივიდა და ავტომობილში ჩაიკეტა.

მას შემდეგ, რაც მან სამართალდამცველები კითხვებს არ უპასუხა, პოლიციამ ადგილზე ევაკუატორი გამოიძახა.

გირჩი-მეტი თავისუფლების ცნობით, ექვს ქალაქში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფისების ბლოკირება მოახდინეს – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, თელავსა და გორში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე