პროტესტის დიდი ტალღა საპოლიციო ძალის იმედად დარჩენილ რეჟიმს ჩამოანგრევს - ნიკა მელია
საქართველო, თბილისი - 21:49 | 11.11.2021 ნანახია: 653
"პროცესი ჩვენი გეგმით მიდის. ივანიშვილის რეჟიმმა იცის, რომ არ ეყოფა გამძლეობა ხანგრძლივ პროტესტს გაუძლოს", - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია Facebook-ზე წერს.
მელია წერს, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ დღეს გავრცელებული კადრები "არის მაგალითი "ოცნების" ველურობის, სიცბიერის, მატყუარობის, ფლიდობის და მეორე მხარეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის გაუტეხლობის პუტინის ჯალათების წინაშე".
"პროცესი ჩვენი გეგმით მიდის. ივანიშვილის რეჟიმმა იცის, რომ არ ეყოფა გამძლეობა ხანგრძლივ პროტესტს გაუძლოს.
8 ნოემბერს მათ ჩვენი მრავალათასიანი აქციის წინ სააკაშვილის გატაცება და გლდანში გადაყვანა იმიტომ დაგეგმეს, რომ გამწარებული ხალხის კოლონები ციხესთან მისულიყო, იქ პროვოკაციას მოგვიწყობდნენ და მასობრივი დაჭერებით ჩაახშობდენ მოძრაობას, ასევე მიშასაც პროვოკაციას მოუწყობდნენ ციხის შიგნით.
მიზანი აქვთ რაც შეიძლება მალე ჩაგვითრიონ ფიზიკურ დაპირისპირებაში, რადგან მხოლოდ ძალა ერჩით და ეშინიათ, რომ მალე თავად პოლიციაც აღარ დაემორჩილებათ. ამიტომ, ჩვენ მიზანია თავიდან ავიცილოთ ასეთი დაპირისპირება, ძმათა შორის მუშტიკრივი. ჩვენ არაძალადობრივად გამოვაცლით მათ პოლიტიკურ ძალაუფლებას და დავუბრუნებთ ხალხს.
ჩვენი გეგმა ყოველდღიური პროტესტია, რომელიც ფიტავს და ასუსტებს რეჟიმს. ათასობით ადამიანი მზადაა ეს ყოველდღე აკეთოს, ათი ათასობით მზადაა შემოგვიერთდეს დიდ საპროტესტო დემონსტრაციებზე, რომელსაც ასევე ვგევმავთ.
თავის პროტესტს გეგმავს ძალიან ბევრი ჩვენგან დამოუკიდებელი ჯგუფი. ეს ერთი დიდი ტალღა იქნება, რომელიც მარტო საპოლიციო ძალის იმედად დარჩენილ რეჟიმს ჩამოანგრევს. ადამიანებს ესმით, რომ ეს ბრძოლა, მიშას დახსნასთან ერთად სხვა ბრძოლაცაა - ვიქნებით ჩვენ ნორმალური დემოკრატიული დასავლური ქვეყანა თუ რუსეთის უკანა ეზო.
ყველას ესმის, რომ მიტაცებული არჩევნებით, დატყვევებული ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მოსკოვის ომონის მეთოდებით მოქმედი პოლიციით, ანტიდასავლური იდეოლოგიით გაჯერებული რეჟიმი რუსეთის მსახურია. ის, რაც სააკაშვილის თავს ხდება, გარდა ივანიშვილის პირადი საძაგელი და არაკაცული შურისძიებისა - არის ძღვენი პუტინს.
კარგად ჩანს, მიშას სიძლიერე და სიმტკიცე. როგორ ახერხებს ტყვეობაში მყოფი ადამიანი ბრძოლას და სისტემის ნგრევას. ეს მაგა.ლითი უნდა იყოს თითოეული ჩვენგანისთვის, მაგალითი სიმტკიცისა და გაუტეხლობის. კარგად ჩანს როგორ იქცევა სისტემა, როგორ აფთრებივით დასტრიალებენ თავს მაგრამ ვერაფერს აკლებენ.
რეჟიმის გავრცელებულივე კადრები ბოლოს უღებს რეჟიმს. ეს კადრები არის მაგალითი მათი ველურობის, სიცბიერის, მატყუარობის, ფლიდობის და მეორე მხარეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის გაუტეხლობის პუტინის ჯალათების წინაშე. რამდენადაც ამაზრზენი არ უნდა იყოს ღარიბაშვილი ან კობახიძე, კალაძე, ბრეგაძე... ფოკუსი არ უნდა დაგვეკარგოს!
ეს ხალხი დაქოქილი ბოროტი თოჯინები არიან. მარიონეტები. ყველა უბედურების სათავე არის ერთი კაცი - ივანიშვილი (რომელიც უკვე კაცმა არ იცის სად არის). ისაა შემოქმედი ამ ტიპის ქვეყნის, რომელიც ვერ ვითარდება, ღარიბდება, სიძულვილის ტყვეობაშია. მოსმენები, ძალადობა, უტიფრობა, ინსტიტუტების ნგრევა - ყველაფერი ივანაშვილია.
ახლა რაც ხდება ესეც 100% ივანიშვილია. ის ჩიტოც, კუპატაძეც, გოგა მემანიშვილიც, სერგო ბზიშვილიც, ვაჟა სირაძეც, ყგელა მოძალადე პოლიციელიც ივანიშვილია. ისაა მთავარი კრიმინალი. 90 იანი წლების რუსეთში კრიმინალური აბშიაკის ბანკირი. ყველაფერი მაგრად იქნება!, - წერს მელია.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















